ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მონაცემის მაჩვენებელი მთვარის ქერქის სისქის შესახებ გადამეტებულია. ახალი შედეგები, რომლებიც აპარატთა წყვილამ GRAIL-მა მიიღო, ამბობს, რომ მისი სისქე მხოლოდ 30 კილომეტრია. ამის შესახებ განაცხადება ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკოსებმა გააკეთეს.
თანამგზავრთა წყვილი GRAIL(გრავიტაციისა და აღნაგობის შემსწავლელი ლაბორატორია) კოსმოსში 2011 წლის 10 სექტემბერ გაუშვეს. მთავრემდე მისვლას მათ სამნახევარი თვე მოანდომეს – ამაჩქარებელ ბლოკს აპარატები სპეციალურ ეკონომიურ ტრაექტროიაზე გადაჰქონდა(შედარებისთვის: ”აპოლონ 11” მთავრემდე 4 დღეში მიფრინდა).
აპარატების ძირითადი ამოცანა მთვარის გრავიტაციული ველის შესწავლაა. ამ მონაცემთა ანალიზით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის ქერქსის სისქე დაახლოებით 30 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ სეისმოგრაფებმა, რომლებიც იქ ”აპოლონების” მისიის დროს დატოვეს, განსხვავებული მონაცემები გადმოსცეს – 60 კმ(განმეორებით დაახლოებით 45კმ.).
ახალ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთავრის გრავიტაცია ძალიან არის დაკავშირებული მის რელიეფთან, რაც დედამიწის, მარსისა და ვენერას შემთხვევაში არ შეიმჩნევა. მოხსენებაზე დამსწრე მეცნიერების თქმით, ეს ფაქტი მალე ასტრონომთა შორის კამათის საგნად იქცევა.
მკვლევარები თვლიან, რომ ახალმა მონაცემებმა შეიძლება ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის წარმოშობის შესახებ არსებული წარმოდგენების კორექტირება მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ ყველაზე უფრო პოპულარული ჰიპოთეზის თანახმად მთვარე 4,6 მილირდი წლის წინათ დედამიწასთან მარსის ზომის ობიექტის შეჯახებით გაჩნდა. ჰიპოთეტურ პლანეტას თეია შეარქვეს.
მისია GRAIL-ი წესით 2012 წლის მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო. 2012 წლის აგვისტოს ბოლოს გადაწყდა, რომ მისია დეკემბრამდე გაგრძელდება. აპარატები 55 კილომეტრიანი ორბიტიდან კიდევ უფრო დაბლა, მთვარის ზედაპირიდან 23 კილომეტრამდე დაეშვებიან. ამით კიდევ უფრო ზუსტი მონაცემების მიღება იქნება შესაძლებელი, უკვე მიღებულების სიზუსტე კი აქამდე ჩატარებულ მსგავს გაზომვებს სამჯერ აჭარბებს.