ექსტრემალთა კიდევ ერთი პლანეტა

 ის წითელი ჯუჯას გარშემო ბრუნავს, 26 დღიანი პერიოდით. ვარსკვლავამდე მანძილი, სამხრეთ ოქროს თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით, 50 სინათლის წელია. მასზე დაკვირვება ჩილედან, ლასილას ობსერვატორიის(ESO) ტელესოპზე დაყენებული სპეციალური სპექტროგრაფით – HARPS(1)-ით ხდებოდა. ევროპელმა ასტრონომებმა კიდევ ერთი პლანეტის არსებობაც შეამჩნიეს, Gliese 163 b, ის ვარსკვლავთან კიდევ უფრო ახლოსაა და თავის ორბიტაზე 9 დღიანი პერიოდით ბრუნავს.

მარცხნივ – Gliese 163 მხატვრის წარმოდგენით: კლდოვანი ნოტიო პლანეტა სქელი ატმოსფროთი. მოწითალო-ყვითელი ფერი მისი დედავარსკვლავის სპექტრთანაა დაკავშირებული. ცენტრში – ეს ვარსკვლავი ორბიტალური WISE-ს მიერ გადაღებულ ფოტოზე.

Gliese 163-ის რადიუსი დედამიწის 1,8-2,4 შეადგენს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად მისი რომელი ნაწილია მყარი ქანებისგან შემდგარი და რომელი თხევადი წყლისგან. პლანეტა სიცოცხლისთვის შესაფერის ზონაშია, სადაც თხევადი წყლის არსებობისათვის საჭირო ტემპერატურაა. თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, რომელიც მზესთან ამ ზონის ცენტრში იმყოფება, Gliese 163 ზონის შიდა ნაწილის კიდეზე იმყოფება და მიუხდავად იმისა, რომ მისი ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა(2), პლანეტა მისგან 40%-ით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან.

სიცოცხლისათვის თავსებადი 6 პლანეტა: ინდექსით დედამიწასთან მსგავსებაა ნაჩვენები(0,92-დან 0,72-მდე), ასევე აღმოჩენის თარიღები.

 Gliese 163-ზე ძალიან ცხელა, ვიდრე დედამიწაზე(თუმცა არც ისე ძალიან: ვენერა, მაგალითად, მზისგან 90%-ით მეტ ენეგიას იღებს, ვიდრე ჩვენ). ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რას წარმოადგენს მისი ატმოსფერო, თუ ის დედამიწისას ჰგავს, ოღონდ უფრო დიდი ზომის, მაშინ ტემეპრატურა ზედაპირთან 60°C ფარგლებში იქნება. ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული დედამიწელი არსებებისთვის ეს მაღალი ტემპერატურაა, პრიმიტიული ფორმებისთვის – ექსტრემოფილებისთვის, ეს ტემპერატურა სრულიად ნორმალურია. ასე რომ არც Gliese 163-ზე უშლის ”ექსტრემალური” თვისებების მქონე ორგანიზმების არსებობას ხელს.

აღსანიშნავია, რომ სასიცოცხლო ზონაში არსებული ეკზოპლანეტების აღმოჩენის ფაქტები სულ უფრო იმატებს.  ახლა უკვე 6 ასეთი პლანეტაა ცნობილი, რომელთაგან 4 ბოლო წლებში აღმოაჩინეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.