წინასწარმეტყველებათა გამა…

 ჯერ კიდევ 2006 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსმა ჯერ ჯენკინსმა რადიოაქტიური ნიმუშების დაშლის სიჩქარეში უცნაური ცვლილებები აღმოაჩინა, 39 საათით ადრე, სანამ მზეზე მომდევნო ანთება მოხდა.

 მეცნიერმა თავისი კვლევები პროფესორ ეფრაიმ ფიშბახის ზედამხედველობით გააგრძელა, რომელმაც არა ერთი ასეთი ფაქტი დაადასტურა. მათი აზრით, გამა-გამოსხივებათა(1) ზუსტ გაზომვებს, რომლებიც რადიოაქტიურ დაშლას ახლავს თან, მზიური ანთებების საკმაოდ ადრეული წინასწარმეტყველება შეუძლიათ.

 სუსტი ცვლილებები ქლორი-36-ის დაშლის სიჩქარეში სხვა მეცნიერებმაც შეამჩნიეს და ბევრ მზიურ ასპექტებს დაუკავშირეს: მანძილი მზემდე, ჩვენსკენ მოქცეული მხარის აქტიურობა, მზის ციკლები და ა.შ. მაგალითად, ცდებში დაშლის ცვლილებათა 33 დღიანი ციკლი დაფიქსირდა, რაც ალბათ მნათობის ბირთვის ბრუნვას უკავშირდება.

 თვითონ ჯენკინსი და ფიშბახი ექსპერიმენტებს მარგანეცი-54, ქლორი-32 და რადიუმი-226-ზე ატარებდნენ, რომლებიც, დაშლისას, გამა-ნაწილაკებს ასხივებენ, მათი რაოდენობის დათვლით დაშლის სიჩქარის ზუსტი კონტროლი ხდებოდა. მკვლევარებმა მონაცემები ათეულობით მზიური ანთებებისთვის მიიღეს, რომლებშიც ყოველთვის დაშლის სიჩქარის ცვლილება ფიქსირდებოდა, თან რამდენიმე საათით ადრე, სანამ ანთება ხილული გახდებოდა. ”სიგნალი კიდევ და კიდევ მეორდებოდა და მას შეიძლება წინასწარმეტყვლების ძალა ჰქონდეს” – ამბობს ფიშბახი.

 როგორც ჩანს, ამ მოულოდნელი ეფექტის მიზეზი ნეიტრინოა(2): რაც უფრო ახლოა ჩვენთან მზე და რაც უფრო აქტიურია იგი, მით მძლავრია ნეიტრინული ნაკადი და მით უფრო სწრაფად მიდის რადიოაქტიური დაშლაც. ავტორები ამაზე ირონიულადაც კი საუბრობენ, ხომ ითვლება, რომ დაშლის სიჩქარე ყოველთვის უცვლელია, ნეიტრინოები კი სხვა ნაწილაკებთან პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებენ:”გამოდის, რომ რაღაც, რაც არაფერთან ურთიერთქმედებს, პროცესის მსვლელობას ცვლის, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს. ეს ან ნეიტრონოა ან რაღაც საერთოდ უცნობი ნაწილაკი” – ამბობს ჯენკინსი.

 მეცნიერთა ვარაუდები უკიდურესად დროულია: მომავალ წელს მზე თვისი აქტიურობის 11 წლიანი ციკლის მაქსიმუმს გაივლის, რაც ჩვენზეც მოახდენს ზეგავლენას. ქარიშხლების და ანთებების რაოდენობა განსაკუთრებით ხშირი და ძლიერი იქნება, დედამიწა და ახლო სივრცე დამუხტული ნაწილაკების მძლავრი ნაკადების ზემოქმდების ქვეშ მოექცევა, რომლებიც მაგნიტურ ქარიშხლებს იწვევენ.

 ავტორები ”სუპერანთებას” გვახსენებენ, რომელიც 1859 წელს მოხდა და სატელეგრაფო კავშირის დარღვევის მიზეზი გახდა, ზოგან ელექტროენერგიის გადაცემის შეფერხების მიზეზიც. ყინულოვანი ფენების შესწავლით დადგინდა, რომ ასეთი მოვლენები 500 წლიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ახლანდელი კაცობრიობა, რომელიც ელექტრობაზე და თანამგზავრულ კავშირგაბმულობაზეა დამოკიდებული, ამ მოვლენების წინაშე როგორც არასდროს მგრძნობიარე აღმოჩნდება. 1859 წელს მომხდარის განმეორება კატასტროფას გამოიწვევს. ”დღით ან ნახევარი დღით ადრე ცოდნა კი დამღუპველი შედეგებისგან გადაგვარჩენს” – ამბობს პროფესორი ფიშბახი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.