ტარანტულის ვარსკვლავების ისტორია

 არც თუ ისე შორეულ ტარანტულის ნისლეულში არიან ისეთი ზომის ვარსკვლავები, რომელთა წარმომავლობა დღევანდელ დღემდე გაურკვეველი რჩებოდა.

 რამდენიმე წლის წინ, მეზობელ გალაქტიკაში, ტარანტულის ნისლეულის ფარგლებში, უზარმაზარი ვარსკვლავები იქნა აღმოჩენილი. ისინი, 300 და მეტი მზის მასებით, დაახლოებით ორჯერ აჭარბებენ ზომათა ზედა ზღვარს, რომელიც ვარსკვლავების(1) ჩამოყალიბების თანამედროვე თეორიებითაა დაშვებული.

 როგორ ჩამოყალიბდნენ საერთოდ ეს გოლიათები? ახალი შედეგების მიხედვით, რომლებიც გერმანელმა ასტრონომებმა, პაველ კროუპის ხელმძღვანელობით მიიღეს, ისინი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემებში მყოფი ვარსკვლავების შერწყმით გაჩნდნენ. ”წარმოიდგინეთ ორი დიდი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლო ორბიტებზე მოძრაობენ და ძლიერი მიზიდულობით ერთმანეთს ლამის შუაზე გლეჯენ – წერენ ავტორები – თუ ყველაფერთან ერთად მათი ორბიტები საკმარისად გაწელილია, მაშინ რაღაც მომენტში ისინი, მაქსიმალური მიახლოების წერტილში გავლის დროს, უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახებიან და ზემასიურ ვარსკვლავად გარდაიქმნებიან”.

  ასეთ დასკვნამდე მისასვლელად, მეცნიერებს ურთულესი გამოთვლებისა და მოდელირების ჩატარება მოუხდათ, ნიმუშად ტარანტულის ვარსკვლავური გროვა R136-ის აღებით, რომელიც კოლოსალური ზომის მნათობებით განსაკუთრებით მდიდარია. მოდელირება 170 ათასზე მეტი ვარსკვლავის ევოლუციას მოიცავდა, რომლებმაც განვითარება სრულიად ნორმალური ვარსკვლავური მასებით დაიწყეს. კომპიუტერები მათ ევოლუციას წინასწარმეტყველებდნენ, 510 ათასი განტოლების ამოხსნით, რომლებშიც ყველანაირი გრავიტციული და ვარსკვლავური თერმობირთვული რეაქციების ეფექტები იყო გათვალისწინებული, ითვლიდნენ მათი მოძრაობის ტრაექტორიებს და შერწყმის პროცესებს. ავტორთა აზრით, ასეთი სირთულის N სხეულთა გრავიტაციული ამოცანა ჯერ არავის გამოუყვანია თან არა სუპერკომპიუტერების გამოყენებით, არამედ ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერებით, ოღონდ მათი ვიდეოდაფების წარმადობის ”გაძლიერებით”.

 ვარსკვლავების ზომების შედარება მარცხნიდან მარჯვნივ: წითელი ჯუჯა 0,1 მზის მასის, ყვითელი ჯუჯა – მზე, ცისფერი ჯუჯა – რვა მზის მასა და RMC 136a-მზეზე თითქმის 300-ჯერ მძიმე(აქამდე თეორეტიკოსები თვლიდნენ, რომ 150 მზის მასაზე მეტი მასის ვარსკვლავი არ შეიძლება არსებობდეს.

 მოდელირებამ აჩვენა, რომ გროვებში შეიძლება გაჩდნენ ზემასიური(2) ვარსკვლავები: ყოველი მათგანი ჩვეულებრივი ორმაგი სისტემის შემადგენლობაში შედიოდა, შედარებით დაბალი სიმკვრივითა და სრულიად დასაშვები მასებით – არა უმეტეს 150 მზის მასისა. თანდათანობით გრავიტაციული ურთიერთმიზიდულობა მათ ორბიტებს სულ უფრო წაგრძელებულს ხდის, რაღაც მომენტში კი ისინი ერთმანეთს ეჯახებიან, კოლასალური ზომის ვარსკვლავად შერწყმით. როგორც კვლევის ავტორები დასძენენ, შედეგი მოდუნებისა და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა, რადგან ზემასიური ვარსკვლავების წარმომავლობა არსებული თეორიის საშუალებითაც მოხერხდა(სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.