მნათობს სახელად SDSS J102915+172927 მკვლევარები ყველზე დიდი ტელესკოპის საშუალებით აკვირდებოდნენ( Very Large Telescope). მათ შეძლეს ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი და დაადგენეს, რომ ვარსკვლავი პრაქტიკულად არ შეიცავს ლითიუმზე მძიმე ელემენტებს – ასტრონომები მათ მეტალებს უწოდებენ. მეტალების შემადგენლობა ვარსკვლავში, რომლის მასა მზისაზე ოდნავ ნაკლებია, 20 ათასჯერ მცირეა, ვიდრე ჩვენი მნათობის სიღრმეებში.
ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესების თანამედროვე თეროიების მიხედვით, ასეთი ქიმიური შემადგენლობის ობიექტები არ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ. დიდი აფეთქების მერე სამყაროში არ იყო მძიმე ელემენტები – მას ავსებდნენ წყალბადის, ჰელიუმის და ლითიუმის ღრუბლები(პირველი გაცილებით მეტი იყო ბოლო ორზე). ღრუბლები უფრო სქელ გროვებად – პირველ ვარსკვლავებად კონდენსირდნენ, რომელთა წიაღშიც მოხდა მეტალების გაჩენა. როცა ეს მნათობები ფეთქდებოდნენ, მძილე ელემენტები ჯკოსმოსში იფანტებოდნენ და უფრო გვიანდელი ვარსკვლავების შემადგენელი ნაწილები ხდებოდნენ(მათ შორის მზისაც). შესაბამისად, მნათობში ქიმიური ელემენტების ანალიზით, მეცნიერები მის ასაკს ადგენენ.
SDSS J102915+172927 აბსოლუტურ „ანტირეკორდსმენად“ იქცა მეტალების შემადგენლობის მიხედვით – ასტრონომები მის ასაკს 13(!!!) მილიარდი წლით აფასებენ. ყველა არსებული კოსმოლოგიური მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ ასეთი შემადგენლობის და მასის ვარსკვლავები იმყოფებიან „აკრძალულ ზონაში“ – მათი ფორმირება ვერ უნდა მოხდეს, მათი შემქნელი გაზური ღრუბელის საკმაო რაოდენობით კონდენსირების შეუძლებლობის გამო. ამას გარდა, ლომის თანავარსკვლავედის ეს უცნაური მნათობი პრაქტიკულად არ შეიცავს ლითიუმს, რასაც მეცნიერები ვერაფრით ხსნიან.
ახლახანს სხვა კოლექტივმა აღმოაჩინა კიდევ ერთი „შეუძლებელი“ ვარსკვლავი – ნეიტრონული ვარსკვლავი PSR J1614-2230, მისი მასა მზის 1,97-ის ტოლია, რაც თანამედროვე თეორიებით მოცემულ ზღვარს შორდება, თეორიისა, რომელიც ასეთი ობიექტების ბუნებას აღწერს(ზეახლები დიდ ატომებს არ ქმნიან).