ასტრონომებმა პირველად შეძლეს სიუნიაევ-ზელდოვიჩის დინამიური ეფექტის რეგისტრაცია და მისი გამოყენება გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესასწავლად(Physical Review Letters).
სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტი რელიქტურ გამოსხივებას უკავშირდება(ან მიკროტალღური ფონური გამოსხივება), ის მაშინ გაჩნდა, როცა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პლაზმა გაფართოვდა და გაცივდა, რითაც ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის გამჭვირვალე გახდა.
წინა საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა მეცნიერებმა რაშიდ სიუნიაევმა და იაკობ ზელდოვიჩმა ივარაუდეს, რომ რელიქტურ გამოსხივებაზე, გავარვარებული ვარსკვლავთშორისი გაზების მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონებისა(სიუნიაევ-ზელდოვიჩის ტემპერატურული ეფექტი) და გალაქტიკური გროვების მოძრაობა შეიძლება ზემოქმედებდეს. გარდა ამისა, ორივე ტიპის ზემოქმედებით შეიძლება მოხდეს მიკროტალღური გამოსხივების პოლარიზაციაც(ამ ელექტრონებზე, რელიქტური გამოსხივების ფოტონები გიბნევა, მეტი ენერგიის ფოტონების გაჩენით).
სიუნიაევ-ზელდოვიჩის ტემპერატურული ეფექტის რეგისტრირება პირველად 1983 წელს მოხდა, ხოლო 90-იან წლებში ეს ეფექტი გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესწავლაში უკვე გამოიყენებოდა. ამასთან ერთად, კინემატიკური ეფექტი დღევანდელ დღემდე თანამედროვე ინსტრუმენტების მგრძნობელობის მიღმა რჩებოდა. ახალი ნამუშვერის ჩარჩოებში, მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ბარიონული ოსცილაციების სპექტროსკოპული დამზერის პროგრამით შეგროვდა(Baryon Oscillation Spectroscopic Survey, BOSS), ასევე ატაკამას უდაბნოში(ჩილე) არსებული რადიო ტელესკოპებიდან მიღებული მონაცმები.
„არცერთი პროექტი არ იყო შექმნილი ასე ძნელად დასაფიქსირებელი მოვლენის რეგისტრაციისთის, როგორიც სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტია“ – მოჰყავს ავტორთა სიტყვები Nature News-ს. აღმოჩენის გაკეთება მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობის ანალიზით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ორივე ექსპერიმენტით შეგროვდა – მაგალითად, მეცნიერებმა 27 ათასი გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუკები(BOSS) და 7,5 ათასი ყველაზე კაშკაშა გალაქტიკურ გროვაზე არსებული ინფორმაცია გამოიყენეს(ACT).
მეცნიერთა თქმით, ახალი შედეგები მეცნიერებს ძალიან დაეხმარება. კერძოდ, ისინი უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებენ შორეული გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესახებ.