მარსამავალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პლანეტის გრუნტის ქიმიური შემადგენელის დადგენაა მის ზედაპირზე და მცირე სიღრმეებზე. ამისათვის აპარატი რობოტიზირებული მანიპულატორითაა აღჭურვილი, ნიჩაბითა და ბურღით. გრუნტის ნიმუშები 1000 გრადუსამდე გასაცხდელებლად სპეციალურ კამერაში მოთავსდება. ამ დროს აორთქლებული ნივთიერებების ანალიზი სხვა და სხვა მოწყობილობებით მოხდება. ბურღების დამატებითი გამოცდა მარსმავლის გაშვების მერე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ბურღვის დროს ნიმუშებში მანიპულატორის ტეფლონის შუასადების ნაწილაკები ხვდება. ნივთიერების კონცენტრაცია მცირეა, თუმცა თითქმის იმდენივე, რამდენიც ნახშირბადის რაოდენობა დედამიწისეულ მთის ქანებში.
დანაგვიანებას მარსული ნახშირბადის ანალიზზე ზემოქმედება შეუძლია, რადგან ეს მასალა პოლიტეტრაფტორეთილენის(СF2-СF2) მასის მეოთხედია. გაცხელების დროს პოლიმერის დიდი ნაწილი დაიშლება, რაც დაბალმოლეკულური ნახშირბადისა და ფტორის დიდი რაოდენობით წარმოქმნას გამოიწვევს.
პოლ მაჰაფის(Paul Mahaffy) თქმით, ნასას კოსმოსური ფრენების ცენტრიდან, ტეფლონის ნაწილაკებმა დიდი ზეგავლენა ვერ უნდა მოახდინონ ანალიზის შედეგებზე, რადგან ადვილი იქნება მისი დაშლის პროდუქტების იდენტიფიცირება. თუმცა ამაში დარწმუნება აპარატის მუშაობის დაწყების მერე იქნება შესაძლებელი.
მარსმავალი ”ცნობისნოყვარეობა” კოსმოსში 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს, წითელ პლანეტას კი 2012-ის 6 აგვისტოს მიაღწევს. ეს მარსის კვლევის ისტორიაში ყველაზე დიდი აპარატია, მისი მასა 900 კილოგრამია. საკვლელ ინსტრუმენტებს შორისაა კვადრუპოლური მას-სპექტრომეტრი, გაზის ქრომატოგრაფი დ რენტგენის სპექტრომეტრები. პლანეტის ზედაპირის ქვეშ ყინულს რუსეთში დამზადებული ნეიტრონული დეტექტორი DAN-ი მოძებნის.