ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მინიმუმ 600 მილიონი წლით მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ამ საკითხთან დაკავშიერბული ერთბაშად ორი სტატია ჟურნალ Nature -ში (1 და 2) გამოჩნდა. გვიანდელი მძიმე ბომბარდირება – პერიოდი მზის სისტემის ისტორიაში (4,1-დან 3,8 მილიარდი წლის ჩათვლით), როცა კლდოვან პლანეტებზე, მეტეორიტული ნალექების დიდი რაოდენობა დაილექა. პირველი ნამუშევრის ჩარჩოებში, ამერიკელმა მეცნიერებმა ნალექების ინტენსიურობის დადგენის მეთოდი წარმოადგინეს. შეჯახების დროს მეტეორიტი აორთქლებს მასას, რომელიც დაახლოებით თავისსავე მასის ტოლია. დარტყმის მერე, გავარვარებული მატერია ე.წ. სფერულების, გაქვავებული მატერიის მცირე ბურთულების სახით კონდენსირდება.
ეს ბურთულები, დედამიწის ზედაპირზე ნალექების სახით ბრუნდება. მეცნიერთა გამოთვლებით, თუ ჩამოვარდნილი სხეულის ზომა საკმაოდ დიდი იყო – 10 კილომეტრზე მეტი, მაშინ სფერულები პლანეტის მთელ ზედაპირზე უნდა დალექილიყო. უძველეს ქანებში ნანახი ბურთულების ანალიზით მეცნიერბს შეუძლიათ გაიგონ, დედამიწაზე ცვიოდა თუ არა იმ დროს დიდი ზომის მეტეორები, ასევე ამ ციური სხეულების მასები და სიჩქარეები (ეს ორი პარამეტრი სფერულების რაოდენობასა და აღნაგობას განსაზრვრავს). ხსენებული ანალიზების ჩატარების მერე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გვიანდელი მძიმე ბომბარდირება არა 3,8 მილიარდი, არამედ 3,2 მილიარდი წლის წინათ დასრულდა.
მეორე ნამუშევარში, მეცნიერებმა ბომბარდირების ”გაგრძელების” ასტრონომიული მიზეზი გააანალიზეს. თანამედროვე წარმოდგენებით, ის გამოწვეული იყო იუპიტერისა და სატურნის ორბიტების ცვლილებით ნეპტუნისა და ურანის ფორმირების მერე. ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა დადგინეს, რომ წარსულში ასტეროიდული სარტყელი მზიდან 1,7 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე იწყებოდა, დღევანდელი 2,1 ა.ე-ს მაგივრად (1 ა.ე. საშუალო მანძილი მზიდან დედამიწამდე).
პლანეტა-გიგანტების მხრიდან გრავიტაციული ზემოქმედებით, სარტყლის საზღვართან მდებარე ასტეროიდები მეტი დახრილობის ორბიტაზე გადავიდა. შედეგად, ისინი მზის სისტემის კლდოვან პლანეტებს მოგვიანებით ეჯახებოდნენ, ვიდრე სხვა ციური სხეულები. მეცნიერთა თქმით, ამ სხეულთაგან ზოგიერთი 2 მილირდ წლამდეც კი აგრძელებდა დედამიწაზე ცვენას.
2011 წლის ნოემბერს, Nature -ში გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორებმა მძიმე ბომბარდირებით წარსულში, მთვარის მაგნიტური ველის არსებობა ახსნეს. ამის კვალი ჯერ კიდევ ”აპოლონების” მისიების მიერ ჩამოტანილ ნიმუშებში დაფიქსირდა, თუმცა როგორ მოხდა ეს, მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან. სცენარებიდან ერთ-ერთის მიხედვით, ველის არსებობობას გვიანდელი ძლიერი ბომბარდირება უწყობდა ხელს.