ნეიტრინო

 ნეიტრინო – სტაბილური ნეიტრალური ლეპტონი(ლეპტონები-(ბერძნ-მსუბუქი) – ფუნდამენტური ნაწილაკები ½ სპინით, რომლებიც არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში) ½ სპინით(0.28 ე.ვ. ნაკლები მასით) დაბალი ენერგიის ნეიტრინო უკიდურესად სუსტად ურთიერთქმდებს ნივთიერებასთან. 3-10 მევ. ენერგიის მქონე ნეიტრინოს წყალში თავისუფალი გარბენის სიგრძე 100 სინათლის წელია(!!!). ცნობილია აგრეთვე, რომ ყოველ წამში რაიმე შესამჩნევი ცვლილებების გარეშე 1 სმ²-ზე გადის მზიდან მომავალი 6×1010 რაოდენობის ნეიტრინო.

აღმოჩენის ისტორია

  მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბეტა-დაშლა იყო: β-დაშლის დროს წარმოქმნილ ელექტრონების სპექტრს, რომელსაც ჯერ კიდევ 1914 წელს ინგლისელი ფიზიკოსი ჯეიმს ჩედვიკი იკვლევდა, ჰქონდა უწყვეტი სახე, ანუ ბირთვიდან გამოიტყორცნებოდა განსხვავებული ენერგიების ელექტრონები.

 მეორეს მხრივ, წინა საუკუნის 20-იან წლებში კვანტური მექნიკის განვითარებამ ატომის ბირთვში ენერგეტიკული დონეების დისკრეტულობაზე შეგვიქმნა წარმოდგენა: ეს ვარაუდი გამოთქვა ავსტრიელმა ფიზიკოსმა ლიზა მეიტნერმა 1922 წელს. ანუ, ბირთვიდან ამოფრენილი ნაწილაკების სპექტრი უნდა იყოს დისკრეტული და არა უწყვეტი, მან უნდა გვიჩვენოს ენერგიები, ტოლი დონეთა შორის ენერგეტიკული სხვაობისა, რომელთა შორისაც ხდება გადასვლა β-დაშლის დროს.

 ამგვარად, β-დაშლის უწყვეტი სპექტრი ეჭვქვეშ აყენებდა ენერგიის მუდმივობის კანონს. საკითხი იმდენად მწვავედ იდგა, რომ 1931 წელს ცნობილი დანიელი ფიზიკოსი ნილს ბორი რომის კონფერენციაზე ენერგიის მუდმივობის კანონის შესაძლო არამართებულობის შესახებ იდეით გამოვიდა. თუმცა არსებობდა სხვა ახსნაც – ენერგიის დანაკარგი მიაქვს რომელიღაც უცნობ და უხილავ ნაწილაკს.

 ჰიპოთეზა ნივთიერებასთნ უკიდურესად სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკის არსებობის შესახებ წამოაყენა ვოლფგანგ პაულიმ 1930 წლის 4 დეკემბერს, არა სტატიით, არამედ არაფორმალური წერილით(იხსენიებდა ნეიტრონის სახელით), რომელიც ტიუბინგენში მიმდინარე კონფერენციის წევრებს მისწერა.

 საბოლოოდ კი ნეიტრონი დაერქვა ნაწილაკს, რომელიც ატომის ბირთვში პროტონთან ერთად იმყოფება. ხოლო პაულის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ნაწილაკი ”ნეიტრინო” საბოლოოდ დაამკვიდრა ენრიკო ფერმიმ, თავის 1933-34 წლების ნაშრომებში.

გამოყენების პერსპექტივა

  ნეიტრინოების გამოყენების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება ნეიტრინული ასტრონომიაა. ცნობილია, რომ ვარსკვლავები, სინათლის გარდა, ნეიტრინოების დიდ ნაკადებს ასხივებენ, რომლებიც თერმობირთვული რეაქციების დროს ჩნდებიან(ნეიტრინოს აღმოჩენამდე საიდულოებით იყო მოცული მზის ენერგიის დანაკლისიც). ევოლუციის გვიანდელ ეტაპზე ვარსკვლავების ენერგიის 90% ნეიტრინოების სახით გამოსხივდება(ნეიტრინული გაცივება), ამიტომ მათი შესწავლა საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ ასტროფიზიკური პროცესების დინამიკაში. გარდა ამისა, ნეიტრინოები შთანთქმის გარეშე გადიან უზარმაზარ კოსმოსურ მანძილებს, რაც საშუალებას  იძლევა დავინახოთ კიდევ უფრო შორეული ობიექტები.

 სხვა(პრაქტიკული) გამოყენება არის საწარმოო ბირთვული რეაქტორების ნეიტრინული დიასგნოსტიკა. მიმდინარეობს მუშაობა ნეიტრინული დეტექტორის შექმნაზე, რომლითც შესაძლებელი იქნება რექატორის სიმძლავრის ზუსტი კონტროლი.

 თეორიულად ნეიტრინოების ნაკადები შეიძლება გამოყენებულ იქნას კავშირგაბმულობაში. ეს საკითხი განსაკუთრებით სამხედროებისთვისაა საინტერესო, თეორიულად ნაწილაკი საშუალებას იძლევა დამყარდეს კავშირი წყალქვეშა ნავებთან, ან სხვა საიდუმლო ობიექტებთან, მათი ნებისმიერ ადგილზე ყოფნის დროს.

საინტერესო ფაქტები

ნეიტრინო სინათლეზე სწრაფად მოძრაობს?!;

ნეიტრინოების ზესისწრაფეში GPS დაადანაშაულეს;

სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოები და გამა-ანთება.

One comment

  1. გამაარჯობათ მაინტერესებს ნეიტრინო ყველაზე მცირე ნაწილაკია რაც კი არსებობს?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.