ჰიპერახალი ვარსკვლავი

  90-იანი წლების დასაწყიში ვარსკვლავების მძლავრი აფეთქებები იქნა შემჩნეული, აფეთქებების სიმძლავრე 10-ჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ზეახლების აფეთქების სიმძლავრეს. ამასთან ერთად, ასეთი აფეთქებების უმრავლესობას თან ახლდა გრძელი გამა-ანთებები. დღეისათვის ტერმინი ”ჰიპერახალი” გამოიყენება ვარსკვლავების აფეთქებების აღსაწერადაც, რომელთა მასები 100-დან 150-მდე მზის მასას უტოლდება.

 თეორიულად, ჰიპერახლები დედამიწისთვის საფრთხეს წარმოადგენს, აფეთქების თანმხლები მძლავრი რადიოაქტიური ანთების გამო, თუმცა, ჩვენს პლანეტასთან ახლოს ასეთი მასიური ვარსკვლავები არ არის.

 7500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ჰიპერახლობის კანდიდატი η(ეტა) Carinae (თანავარსკვლავედი გემის ხერხემალი. ეს ვარსკვლავი, მზეზე 5 მილიონჯერ მეტად ელვარებს. ეტას მასა 100-150 მზის მასის ტოლფასია, დიდი ხნის განმავლობაში ის ყველაზე მასიურ ვარსკვლავად ითვლებოდა. 2010 წელს, ვარსკვლავთგროვა RMC 136a-ში (მეზობელი ჯუჯა გალაქტიკა) აღმოჩენილ იქნა კიდევ უფრო მასიური ვარსკვლავი. სასწორზე რომ დაგვედო, გასაწონასწორებლად 250 მზე დაგვჭირდებოდა. ეს სუპერგიგანტი 9 მილიონი მზის ელვარებით ანათებს (განწირული ვარსკვლავი).

 ვარსკვლავების ზომების შედარება მარცხნიდან მარჯვნივ: წითელი ჯუჯა 0,1 მზის მასის, ყვითელი ჯუჯა – მზე, ცისფერი ჯუჯა – რვა მზის მასა და RMC 136a (ყველაზე დიდი და მასიური ვარსკვლავი)-მზეზე თითქმის 300-ჯერ მძიმე (აქამდე, თეორეტიკოსები თვლიდნენ, რომ 150 მზის მასაზე მეტი მასის ვარსკვლავი არ შეიძლება არსებობდეს.

 ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 440 მილიონი წლის წინათ, დედამიწის მახლობელ სივრცეში ჰიპერახლის აფეთქება მოხდა, რამაც ზღვის უხერხემლოთა 60%-ის გადაშენება გამოიწვია. ნიკელის იზოტოპი 56Ni, ასეთი აფეთქების მერე მოხვდა დედამიწაზე.

 ტერმინი კოლაფსარი (collapsed star ), თავდაპირველად, გრავიტაციული კოლაფსის შედეგად გაჩენილ ობიექტს, შავ ხვრელს აღნიშნავდა. ამჟამად ეს სიტყვა ზოგჯერ სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავის კოლაფსის გარკვეული მოდელის მიმართაც გამოიყენება.

 ტერმინი ”ჰიპერახალი”, სტენფორდ ვუსლიმ მოიგონა. გრავიტაციული კოლაფსის დროს, ვარსკვლავის ბირთვი შავ ხვრელად იქცევა. თუ ის სწრაფად ბრუნავდა, მაშინ შავი ხვრელის გარშემო მასიური აკრეციული დისკო შეიძლება გაჩნდეს. ამ დროს, მომაკვდავი ვარსკვლავის ბრუნვის პოლუსების მიმართულებით თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით (რელატივისტური) მოძრავი ნაწილაკების ჭავლები გამოიტყორცნება. ამ რელატივისტური ჭავლებით შეიძლება აიხსნას გამა-ანთებები, რომლებიც ზოგჯერ ჰიპერახლების აფეთქების დროს დაიმზირება ხოლმე. უკანასკნელი წლის განმავლობაში, გამა-ანთებებზეაკვირვებით დაგროვილი მონაცემებით ნათელი გახდა, რომ კოლაფსის მოდელებში მიიღება აფეთქებები, რომლებიც ჩვეულებრივი ზეახლების აფეთქებებისგან განსხვავდება.

 ვარსკვლავები, რომელბსაც ჰიპერახლებად აფეთქება შეუძლია, ძალიან იშვიათად გვხვდება, რადგან ის ძალიან მასიური უნდა იყოს, სწრაფად უნდა ბრუნავდეს და (ალბათ) უნდა ჰქონდეს ძლიერი მაგნიტური ველი. შესაბამისად, ჰიპერახლის აფეთქებაც იშვიათი მოვლენაა. სავარაუდოთ, ჩვენს გალაქტიკაში ჰიპერახალი 200 მილიონი წლის განმავლობში ერთხელ ინთება.

 ითვლება, რომ კოლაფსარები გრძელი (2 წმ-ზე მეტი) გამა-ანთებების მთავრი წყაროებია. მძლავრი ჭავლი, ხვრელის ბრუნვის ღერძის გასწვრივ, მიმართულ მაღალენერგიულ გამოსხივებას წარმოქმნის. დამკვირვებელი ამ ანთებას დააფიქსირებს თუ ის ამ რელატივისტური ჭავლის მიმართულებით აღმოჩნდება.

 კოლაფსარებია, მაგალითად, უჩვეულო ზეახლები SN 1998bw და SN 2003dh, დაკავშირებული გამა-ანთებებთან GRB 980425 და GRB 030329, შესაბამისად. რადიოდიაპაზონში მათი რელატივისტური შემადგენლის არსებობაც დაფიქსირდა.

 ჰიპერახლების კიდევ ერთი სახეობაა ზეახალი არასტაბილური ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების წარმოქმნის მიმართ (pair-instability supernova). ასეთ ზეახალში, ხსენებული წყვილების გაჩენა ვარსკვლავის ბირთვში წნევის მკვეთრ დაცემას იწვევს, ხდება ნაწილობრივი კოლაფსი, ეს თავის მხრივ ტემერატურისა და წნევის მკვეთრი ზრდის მიზეზია, რაც აფეთქებითი თერმობირთვული წვის წამოწყებითა და ვარსკვლავის მთლიანი აფეთქებით მთავრდება. ზეახალი SN 2006gy, ალბათ, ასეთი აფეთქების პირველად დაფიქისრებული მაგალითია. ეს ზეახალი დაიმზირებოდა გალაქტიკაში, რომელიც დედამიწას 240 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.