„ამ გადაწყვეტილებით მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტების, კომეტებისა და ასტეროიდების კვლევა გააგრძელონ“ – ამბობს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მთავარი ასტრონომი და ფიზიკოსი მაიკლ ვერნერი(პასადენა,ა.შ.შ.).
კოსმოსური ობსერვატორია „კეპლერის“ სამუშაო ვადა 2016 წლის 30 სექტენბრამდე გაგრძელდება, თუმცა 2014 წელს ეს გადაწყვეტილება ისევ გადაიხედება და თარიღიც შეიძლება შეიცვალოს.
„სპიცერს(2003)“ მისია 2009 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა კიდევ რამდენიმე წელი იმუშავა, სავარაუდოდ ეს 2014 წელს მოხდება. თუ ობსერვატორიამ შრომისუნარიანობა შეინარჩუნა, მაშინ ვადა კიდევ უფრო გადაიწევს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილება, ორბიტალური ტელესკოპი „პლანკი“(1), ის 2009 წელს ნასას დახმარებით გაიყვანეს ორბიტაზე. მისი მისიაც გარგრძელებული იქნება, თუმცა უცნობია როდემდე.
სამივე ორბიტალურმა ტელესკოპმა უკვე შეიტანეს უდიდესი წვლილი კოსმოსის შემსწავლელ მეცნიერებაში და ახლაც ეხმარებიან მეცნიერებს გააგრძელონ სამყაროს ყველაზე უფრო საინტერესო ობიექტების კვლევა.