რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მკვლევარებმა მარსისკენ იაფიანი აპარატის გაშვების შესაძლებლობაზე გაკეთეს განცხადება, რომლის მასა რამდენიმე ერთეული კილოგრამი იქნება. ასეთ მინიატურულ მზვერავს ნამდვილი საპლანეტათშორისო გადაფრენის შესრულება შეუძლია.
ფობოსის გრუნტის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის ამოცანას კონცეფციის ავტორები აკისრებენ აპარატს, რომელიც რამდენიმე ერთმანეთთან მიერთებული პატარა თანამგზავრისგან შედგება, სტანდარტით – CubeSat. ყოველი ასეთი აპარატის ზომებია 10 х 10 х 10 სანტიმეტრი, ერთი ან ცოტა მეტი კილოგრამის მასით. ჩვეულებრივ ნანოთანამგზავრები დაბალ ორბიტაზე გაჰყავთ ხოლმე, თუმცა NASA-ს სპეციალისთთა აზრით, მათ დამოუკიდებელი საპლანეტათშორისო გადაფრენების განხორციელებაც შეუძლიათ.
საინტერესო დამთხვევაა, რადგან იგივე შინაარსის განცხადებით გამოვიდნენ ეცროპელი მეცნიერებიც, რომლებმაც ”კუბსატებისთვის” ულტრაკომპქტური იონური ძრავი შექმნეს. რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია კი ძრავის ნაცვლად 3-4 მეტრიანი მზის იალქნის გამოყენებას გეგმავს, თანამგზავრ NanoSail-D-ზე გამოყენებულის იდენტურს.
ჯერჯერობით არავინ ამბობს, როდის მოეწყობა ასეთი ექსპედიცია, თუმცა იდეა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება მეცნიერთა თვალში. სააგენტოს ნამდვილად აქვს მიზეზი დაფიქრდეს – ტიპიური მისიის ფასი ხომ მხოლოდ 100 ათას დოლარს შეადგენს.
ამ მომენტისთვის კოსმოსში უკვე ოცამდე CubeSat-ის ტიპის აპარატმა იმოგზაურა. ზოგირთი პროექტით ინჟინრები ტიპიურ ”კუბების” ერთმანეთთან შეერთებით უფრო მოზრდილ, თუმცა მაინც ნანოთანამგზავრის ზომების აპარატებს ღებულობდნენ(NASA, Montana State University, Space Science and Engineering Laboratory, Utah State, amsatsa.org.za, space.t.u-tokyo.ac.jp).
სინჯებს ფობოსიდან ნანოთანამგზავრი ჩამოიტანს?
Posted by