ასტრონომები გალაქტიკა კენტავრის А-ში ახალ აღმოჩენებს აკეთებენ.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორი ობსერვატორია ასტრონომებმა გამოიყენეს როგორც ერთიანი მულტისპექტრული(მრავალ დიაპაზონიანი) ტელესკოპი, რათა ელიფსური გალაქტიკის კენტავრის А-ში მომხდარ საინტერესო მოვლენებზე მოეხდინათ დაკვირვება.
ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ეს გიგანტური გალაქტიკა ორი უფრო ძველი გალაქტიკების შეჯახებითა და შერწყმით ჩამოყალიბდა.
რადიოგალაქტიკა კენტავრის А ჩვენს გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე ლინზასმაგვარი გალაქტიკაა. ის კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ზემოქმედებს ეს გალაქტიკა მის შემომფარგლავ მატერიასთან.
ელვარებით ის მეხუთე ადგილს იკავებს მაგელანის ნისლეულების, ანდრომედასა და გალაქტიკა სამკუთხედში მერე. ცენტრში მყოფი ზემასიური შავი ხვრელი კენტავრი А-ს მძლავრი რადიოგამოსხივების ძირითადი წყაროა.
ორი კოსმოსური ობსერვატორიის ნამუშევრების შეთავსებით, მეცნიერებმა შეძლეს ამ გალაქტიკის უნიკალური სტრუქტურის დეტალური სურათის მიღება. აღმოჩნდა, რომ კენტავრი А-ს ცენტრზე გაზის სქელი ფენების შემცველი მასიური „იარაა“ გავლებული. ამასთან ერთად, მათ გალაქტიკის შიდა დისკოს დათვალიერებაც მოახერხეს, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ გალაქტიკური ცენტრი სივრცეში 15 000 სინათლის წლის მანძილეზე ვრცელდება. აღმოჩნდა აქამდე უცნობი, ამ გალაქტიკიდან ამომავალი, ახალი ჯეტებიც(მაღალი სიჩქარით მოძრავი ელემენტარული ნაწილაკების ნაკადები). ისინი ბირთვში ზემასიური შავი ხვრელის არსებობაზე მეტყველებენ.