”კასინი” ენცელადს 27 მარტს მიუახლოვდა, ამ დროს მათ შორის მანძილი 74 კილომეტრი იყო. შეხვედრა პირველ რიგში ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან ამოფრქვეული შლეიფის შემადგენელი იონებისა და ნეიტრალური ნაწილაკების მასსპექტრომეტრით გამოსაკვლევად იყო მოწყობილი. დანარჩენი ინსტრუმენტები, მათ შორის პლაზმის და კომპოზიტური ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტრომეტრები, ენცელადის სხვა მონაცემებს იკვლევდნენ.
მიახლოებამდე, ”კასინის” კამერები ენცელადის შლეიფს იღებდნენ, რომელიც ყინულოვანი წყლისა და ორთქლის, ასევე ორგანული ნაერთებისაგან შედგება.
ენცელადთან შეხვედრის მერე, ”კასინი” იანუსს მაქსიმალურად მიუახლოვდა – 44 000 კილომეტრი. სატურნი ზოგიერთი წარმოდგენილი ფოტოს უკანა პლანზეა.
28 მარტის დილას კოსმოსურმა აპარატმა დიონას გადაუფრინა და კვლევებთან ერთად სატურნის საწინააღმდეგოდ მიმართული მხარეების მოზაიკის შემადგენელი ცხრა კადრი გადაიღო.
ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატი ”კასინი-ჰიუიგენსი” ნასას, ევროპის და იტალიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია. ორბიტალური აპარატი და მისი კამერები დააპროექტა, დაამზადა და ააწყო ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ.
ენცელადის შლეიფი.
ენცელადი.
ენცელადის ზედაპირი.
დიონა.
დიონა.
იანუსის პორტრეტი.