მკვლევარებმა დედამიწიდან 2,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ბნელი მატერიის მარტოხელა გროვა(შენადედი) აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საზოგადოდ მიღებული ასტრონომული თეორიების საწინააღმდეგოდ, შენადედი შორეულ კოსმოსში გალაქტიკური კლასტერების(გალაქტიკური ჯგუფების გროვა) შეჯახების მერე დარჩა.
მაშინ, როცა ამ უხილავი ნივთიერების ბუნება გამოცანად რჩება, მეცნიერები ვარაუდის დონეზე ცდილობენ იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს იგი.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ საერთოდ მიღებული მონაცემების მიხედვით, გალაქტიკათა უმრავლსობა ბნელი მატერიის უზარმაზარი მასების შიგნით იმყოფებიან.
შედგენილ გამოსახულებაზე გალაქტიკური კლასტერის Abell 520-ის შერწყმაა გამოსახული, მასში ბნელი მატერიისა და ცხელი გაზების განაწილების ჩათვლით. ნარინჯისფერი გალაქტიკების ვარსკვლავური შუქის დემონსტრირებას ახდენს. ცისფერი სურათი კი ბნელი მატერიის თავმოყრის ადგილებს. მწვანე ფერით ცხელი გაზების განაწილებაა წარმოდგენილი. ქვედა მარცხენა ფოტო ბუნებრივ ფერებში ”ჰაბლმა” გადაიღო.
გალაქტიკურ კლასტერ Abell 520-ში ბნელი მატერიის შენადედების შესწავლის მერე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბნელ ნივთიერებას კოსმოსურ მტვერში თავისი ”ჭუპრების” დატოვება შეუძლია.
ბნელი მატყერია ლაბორატორიულად არასოდეს დაფიქსირებულა, რადგან ის არ ასხივებს და არ ირეკლავს გამოსხივებას, არ შედის ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებაში, გარდა გრავიტაციულისა.
მეცნიერები აქამდე თვლიდნენ, რომ კოსმოსის მატერიის 98% ბნელ მატერიაზე(ბნელი ენერგია) მოდის და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ ჯერ არაფერი მიუთითებს. თუმცა გაჩნდა აზრი, რომ ის ცალკეული შენადედების სახითაც შეიძლება არსებობდეს, რომლებიც გალაქტიკების შეჯახებების და შერწყმის შედეგად დარჩნენ. ამის მტიკიცებულებაა ბნელი მატერიის შენადედები Abell 520-ში.