”კასინის” გადაღებული ფოტოები მეცნიერებს იმის კონკრეტულ მტკიცებულებებს აძლევენ, რომ ტიტანის ატმოსფრო სეზონების მიხედვით იცვლება.
ბოლო წლების ნაშრომთა ნაკრებმა, რომელთა უმრავლესობა ნასას აპარატის ”კასინის” გადმოცემულ მონაცემებს ეყრდნობა, გამოავლინა ახალი დეტალები იმისა, თუ როგორ იცვლება სატურნის თანამგზავრი ტიტანი სეზონებისა და დღის განმავლობაშიც კი. დოკუმენტები აჩვენებენ, რომ სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი დედამიწის ტყუპისცალია – თუმცა, სრულიად თავისებური ტყუპისცალი.
”მთლიანობაში, ეს ნაშრომები ახალ ნაწილებს გვაძლევენ მოზაიკისა, რომლის სახელი ტიტანია”, ამბობს კონორ ნიქსონი გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან(გრინბელტი,მერილენდის შტატი). ”ისინი დეტალებში გვიჩვენებენ, რომ ტიტანის ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროსავით იქცევა – ღრუბლები, ნალექები, მდინარეებიანი ხეობები და ტბები. ტიტანზე წლის დროები იცვლება, ოღონდ ძალიან უცნაურად”.
დოკუმენტი, შედგენილი სტეფან ლე-მუელიკის მიერ(CNRS,საფრანგეთი,ნანტი), სეზონური ცვლილებების სახეს უსვამს ხაზს, რომლებიც ტიტანზე ხდება, დიდი ჩრდილო პოლარული ღრუბლის საუკეთესო გამოსახულებების ჩათვლით.
”კასინის” სპექტრომეტრით ხუთი წლის განმავლობაში გადაღებული, ახლახანს გამოქვეყნებული რჩეული ფოტოები, ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში, გვიჩვენებენ თუ როგორ შეთხელდა და უკან დაიხია ღრუბლების საფარმა, როგორ გადაიქცა ზამთარი გაზაფხულად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
”კასინიმ” პირველად აღმოაჩინა ღრუბელი, რომელიც მეცნიერთა აზრით, მეთანისგან შედგება, 2004 წელს სატურნთან მისვლისთანავე. ნახევრადბნელი ჩრდილოეთი პულუსის სპექტრომეტით უფრო ზუსტი კვლევა 2006 წლის დეკემბერში მოხერხდა. იმ დროს ღრუბელმა პოლუსი მთლიანად დაფარა, ჩრდილოეთი განედის 55 °-მდე. 2009 წლის გამოსახულებებზე ღრუბელთა შორის იმხელა მანძილი იყო, რომ ”კასინიმ” ზედაპირზე ნახშირწყლოვანი ზღვები(სახელად Kraken Mare) და ტბები დაინახა.
”კასინის” ტემპერატურული ანალიზის კომპოზიტური ინფრაწითელი სპექტრომეტრით მიღებულ მონაცემებში მეცნიერებმა არა მარტო სეზონების ცვლილება, არამედ ტემპერატურის დღე-ღამური ცვლილებაც დააფიქსირეს.
ი.კ. დიაპაზონის გრძელ ტალღაზე(უფრო ადვილად გადის სქელ ღრუბლებში), ვალერია კოტინის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ ზედაპირის ტემპერატურა(-175C) დღის ბოლოსთვის უფრო მაღლი იყო, ვიდრე დილას. ეს სხვაობა სულ რაღც -1,5 კელვინია, თუმცა, დედამიწის მსგავად დილიდან-დილამდე იცვლება. “ახლა უკვე ღრუბლებს შორის ვხედავთ, თუ როგორ ფორმირდება ტიტანის გრძელი დღე(16 დედამიწისეული დღე-ღამე)” -ამბობს კოტინი.