ეზოთერიკოსი ამტკიცებს, რომ საქართველოდან უფრო მეტი ვარსკვლავი ჩანს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, მართალია თუ არა ეს?(ლუკა)

  გაიხსენეთ, ავტობუსით მოგზაურობის დროს, თუ რა მალე გადიან თვალთახედვიდან ახლოს მყოფი ობიექტები, ხოლო შორეული მთები კი მთელი გზა შეიძლება დარჩნენ მხედველობის არეში. განსხვავება იმაშია, რომ მეორე მხარეს მჯდომი მგზავრები სხვა მთებს ხედავენ, თუმცა მაინც მთელი გზა. თუ ავტობუსად დედამიწას ჩავთვლით, ხოლო მთებად ვარსკვლავებს, იგივე ეფექტს მივიღებთ. იგივენაირადვე, როგოც მეორე მხარეს მჯდომი მგზავრები, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მყოფი ადამიანები სხვა ვარსკვლავებს ხედავენ, ჩრდილოეთელები კი სხვებს, ოღონდ მათ ცაზე მყოფ ფაქტიურად ყველა ვარსკვლავს, განედის მიხედვით(შეუიარაღებელი თვალით 3000-მდე ვარსკვლავის გარჩევაა შესაძლებელი).

 სხვა საკითხია ცის სისუფთავე და მოღრუბლულობა. წლის განმავლობაში საქართველოში უღრუბლო ღამეები უფრო მეტია, ვიდრე ღრუბლიანი, ამიტომ, მით უმეტეს ისეთ მთა-ტყიან ადგილზე, როგორიც აბასთუმანია, ვარსკვკლავებზე დაკვირვება უფრო ადვილია, ვიდრე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებიდან. ობსერვატორიები არის აზერბაიჯანში და სომხეთშიც, რუსეთის კავკასიაში (კისლოვოდსკი) და ყველანი ერთი რაოდენობის ვარსკვლავებს ხედავენ.

 ცის სისუფთავეშიც(მათ შორის განათებით ”დაბინძურებაში”) ვერანაირად ვერ არის საქართველო პირველი ან მეორე. ამ საკითხში ლიდერი სამხრეთ პოლუსია, მეორე კი მაუნა კეას მთა, ჩამქრალი ვულკანის მწვერვალი ჰავაიზე. აქ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ობსერვატორია ფუნქციონირებს. სუფთა ცაა ჩილეს უდაბნოშიც, სადაც ევროპის სამხრეთული ობსერვატორია მდებარეობს(ESO). ობსერვატორიის ანტარქტიდაზე აშენება მომავლის საქმეა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.