დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს მოქმედი ვულკანები არ გააჩნია, ზედაპირზე ვულკანური აქტიურობის კვალი მილიარდობით წლის წინანდელია. ეს უკვე გასაკვირია იმიტომ, რომ მკვლევარებმა მთვარის სიღრმეში მაგმის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ამაზე მთვარის ზედაპირის ქვეშ აღმოჩენილი გამდნარი ქანები მიუთითებენ.
მთვარის შიდა ნაწილების დიდი ხნის განმავლობაში კველის მერე მეცნიერებმა იმ სიმშვიდის მიზეზი დაადგინეს, რომელიც მთვარის ზედაპირზე სუფევს: გავარვარებული მაგმა ისეთი მძიმე და სქელია, რომ მაღლა ამოსვლას ვერ ახერხებს.
გამოსახულებაზე მთვარის ხელოვნური ფრაგმენტია წარმოდგენილი, რომლის დიამეტრი მილიმეტრზე პატარაა.
რენტგენოსპექტრული მიკროანალიზი ან მიკრორენტგენოსპექტრული ანალიზი – ეს არის მონაცემთა მიღების მეთოდი ნივთიერების ელემენტურ შემადგენლობაზე მისი მცირე ნიმუშიდან. საკვლევი ნიმუში ელექტრონული მიკროზონდის საშუალებით სხივდება, რომელიც მაღალი ენერგიების ელექტრონების ძალიან ვიწრო ნაკადით ნიმუშის ატომების გარსებს აღაგზნებს, ეს უკანასკნელნი კი ზედმეტ ენეგიას რენტგენის სხივების სახით იშორებენ. ამ მეთოდიკის საშუალებით ნიმუშის კვლევა მიკრომეტრების სიღრმეზეა შესაძლებელი.
ამ ნიმუშის ფრაგმენტაცია მას მერე მოხერხდა, რაც ის პატარა ბრილიანტის ცილინდრიდან ამოიღეს, სადაც ნიმუში მაღლი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ იმყოფებოდა.
ასეთნაირად შეძლეს მეცნიერებმა აპოლონის მისიებით ჩამოტანილი მთვარის ნიმუშის ზუსტი ასლის მიღება. ამის მერე მოხდა ხელოვნური ნიმუშის რენტგენის სხივებით კვლევა. დადგინდა, რომ მთვარის ზედაპირის ქვეშ მაგმის სქელი და მძიმე ფენაა, რომელიც დედამიწისეული ვულკანების მაგვარ ამოფრქვევას ვერ ახერხებს(LRO-ს 10 საუკეთესო აღმოჩენა).