ასტრონომებმა გაქცეული ვარსკვლავების არსებობას ახსნა მოუძებნეს – როგორც აღმოჩნდა, მათ მშობლიური გროვადან მასიური ორმაგი ვარსკვლავები ისვრიან. სტატია ამის შესახებ დაიწერა ჟურნალ Science და საიტ New Science-ში.
ჩვეულებრივ, ვარსკვლავები გალაქტიკებში გროვებად არსებობენ, რომლებიც “ნათესავი”, ერთი გაზურ-მტვროვანი ღრუბლისგან წარმოქმნილი ვარსკვლავებისგან შედგებიან. ნორმალურად ითვლება, თუ ვარსკვლავთა სიჩქარეები გალაქტიკასთან დაკავშირებულ კოორდინატთა სისიტემაში დაახლოებით ერთნაირია(და თითქმის ემთხვევა საწყისი გაზურ-მტვრივანი ღრუბლის მოძრაობის სიჩქარეს). თუმცა, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი(ირმის ნახტომის ვარსკვლავთა დაახლოებით 20%) უჩვეულოდ სწრაფად მოძრაობს. მათ შორის ყველაზე სწრაფებს გაქცეული ვარსკვლავები შეარქვეს(runaway star).
1961 წელს ასტროფიზიკოსებმა ივარაუდეს, რომ ასეთი ვარსკვლავები ორმაგ სისტემებში ჩნდებიან, სადაც კომპანიონებიდან ერთ-ერთი, ფეთქდება რა როგორც ზეახალი, გროვას გარეთ აგდებს მეზობელს.
ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მკვლევარები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გაქცეული ვარსკვლავების წყარო, პირველ რიგში, არის გროვას შიგნით მოქმედი გრავიტაციული ძალები. კვლევის ობიექტად არჩეულ იქნა გროვა R136(RMC 136a ყველაზე დიდი ვარსკვლავი), მდებარე 170 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მაგელანის დიდ ნისლეულში(მეზობელი ჯუჯა გალაქტიკა). 2010 წელს იქ აღმოაჩინეს რამდენიმე გაქცეული ვარსკვლავი, თუმცა, ამ გროვას ახალგაზრდულობის გამო(დაახლოებით 2 მილიონი წელი) ისინი ვერ იქნებოდნენ გამოტყორცნილინი ზეახლების აფეთქებებით.
ასტროფიზიკოსებმა გროვას ევოლუციის კომპუტერული მოდელირება გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა, 6-დან 200 ათასი მზის მასის ვარსკვლავთგროვას ევოლუციის დროს, მასში წარმოიქმნება საკმაოდ მასიური ორმაგი სისტემა. ეს სისტემა, თავისი ძლიერი გრავიტაციით, იჭერს მესამე ვარსკვლავს, სწრაფად აბრუნებს და გროვას გარეთ ისვრის. რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, ასეთმა სისტემამ 17-დან 29 ვარსკვლავამდე გამოისროლა გროვადან, რომელთაგანაც 5-7 საკმაოდ მასიური ვარსკვლავები იყვნენ. ეს კარგად ეთანხმება იმ ფაქტს, რომ R136-ს ზუსტად 6 ასეთი მეზობელი აღმოუჩინეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს გაქცეული ვარსკვლავების გაჩენის უმთავრესი მექანიზმია(ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).