ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე, დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხრითაა შემობრუნებული, ამიტომ მისი შორეული მხარე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა მეცნიერთა შორის, რადგან მიწიდან შორეული მხარის დანახვა შეუძლებელია. ამრიკულმა ზონდმა, ტყუპი „Grail“-ებიდან ერთ-ერთმა, ამ ყველაზე იდუმალებით მოცული მხარის ფოტო და ვიდეო გადაიღო.
გამოსახულება მთვარის ბნელი მხარის დემონსტრირებას ახდენს, ჩანს სამხრეთ პულუსზე მდებარე კრატერები. პირველად, მეორე მხარის ფოტოები საბჭოთა „ლუნა-3“-მა გადაიღო, 1959 წლის 7 ოქტომბერს. მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, პირველად იქნა გაკეთებული მეორე მხარის რუქა, რომელიც ზედაპირის ასობით დეტალს მოიცავდა. მოგვიანებით, შტერნბერგის ინსტიტუტთან ერთად, მთვარის პირევლი გლობუსი შეიქმნა, მეორე მხარის გამოსახულების 2/3-ით.
მთვარე ჩვენსკენ ყოველთვის ერთი მხარითა შემობრუნებული, რადგან დედამიწის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი თავისსავე ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდს უტოლდება. მეორე მხარის განსაკუთრებული თავისებურება მატერიკული რელიეფის დომინირებაა „ზღვებსა“ და მთებზე. იქ მხოლოდ ორი “ზღვაა” (ე.წ. ზღვა), მოსკოვის და ოცნების, მეორეს მხრივ, მთვარის უდიდესი კრატერებიდან პირველი ცხრა სწორედ მეორე მხარეზეა.
MoonKAM-ით გადღებული ვიდეო მეორე მხარეს უფრო დეტალურად წარმოგვიდგენს.
„მიღებული ვიდეოჩანაწერის ხარისხი შესანიშნავია“ – ამბობს მარია ზუბერი, პროექტ „Grail“-ის მთავარი მკვლევარი. 30 წამიან ჩანაწერში შეგვიძლია ვნახოთ შორეული ნახევარსფეროს რელიეფი და კრატერები.
httpv://www.youtube.com/watch?v=h6jAvwRHcQQ