NASA-ს თანამგზავრები მთვარის ორბიტაზე გავიდნენ

ამ ორი ზონდის(GRAIL) მთავარი ამოცანა მთვარის ზუსტი გრავიტაციული რუქის შედგენაა. 10 სექტემბრიდან დაწყებული, რთული ეკონომიური ტრაექტორიით, ზონდებს ორბიტაზე გასასვლელად 3,5 თვე დასჭირდათ.

ნახევარმილიარდიანი აპარატები ავტონომურ რეჟიმში მუშაობისთვის არიან დაპროგრამებული და დედამიწიდან მუდმივ კონტროლს არ საჭიროებენ. მომავალი 2 თვის განმავლობაში თანამგზავრები ორბიტის „დავიწროებას“ გააგრძელებენ და წრიულთან მაქსიმალურად მიახლოებულს გახდიან მას.

2012 წლის მარტიდან აპარატები მთვარის ზედაპირიდან 55 კილომეტრის სიმაღლეზე 82 დღის განმავლობაში  ორბიტაზე იტრიალებენ, ტელემეტრული მონაცემების სინქრინული გადმოცემებით.

მთვარის გრავიტაციული რუქა სპეციალისტებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის წარმომავლობასა და ამ პროცესის დეტალების გარკვევაში დაეხმარებათ.

1959 წლიდან უკვე 109 მთვარის საკვლევი მისია ჩატარდა, ზედაპირზე 12 ადამიანის გადასხმის ჩათვლით, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ერთმნიშვნელოვნად თქვან, თუ როგორ გაჩნდა მთვარე.

თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, მთვარე 4,6 მილიარდი წლის წინ, დედამიწასთან მარსის ზომის ობიექტის(თეიას) შეჯახების მერე ჩამოყალიბდა. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ მაშინ არა ერთი, არამედ ორი მთვარე იყო, რომელებიც შემდეგ ერთ დიდ თანამგზავრად გაერთიანდნენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.