ეს ციური სხეული 2004 წლს აღმოაჩინეს , ის ეგვიპტური ღვთაების, წყვდიადისა და ქაოსის განმასახიერებელი აპოპის სახელს ატარებს (2004 MN4).
იმის შესაძლებლობა, რომ ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდება დაახლოებით 1/45 000-ზეა, ანუ 45 000-დან ერთი შანსი, თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო. ბოლო დროს ჩვენ დაუღალავად გვაშინებენ ასტეროიდებით. იმით, თუ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას და როგორ ვებრძოლოთ მათ, ფილმების დემონსტრირებით, კომპიუტერული მოდელირებებითა და სხვა.
ყველაფერ ამას მაიას კალენდარის დიდი ციკლის დასასრულიც დაემთხვა… ნამდვილად გვემუქრება კატასტროფა თუ არა?
მეცნიერები აცხადებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს. დედამიწიდან არც თუ ისე შორს მოძრაობს ასტეროიდი აპოფიზი. ის ისეთნაირად მოძრაობს, რომ დედამიწასთან ახლოს 2011 წელს მოვა და ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაუვლის მას. 2029 წელს ასტეროიდი დაბრუნდება და დედამიწას მოუახლოვდება მანძილზე, რომელზეც ჩვენი ხელოვნური თანამგზავრები მოძრაობენ, დაახლოებით 35 ათასი კილომეტრი ზღვის დონიდან. თუმცა ეს მოახლოებაც შეჯახების გარეშე დამთავრდება და ასტეროიდი თავის გზას გაარძელებს.
აი 2036 წლისთვის კი იმ მცირე შანსის დრო დადგება, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. თუ ეს მოხდება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგია ასობით ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება, აფეთქებისთვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენებით: ნგრევა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევები, ხანძრები…
ადგილები, დაუზუსტებელი მონაცემებით, სადაც შეიძლება ჩამოვარდეს აპოფიზი .
ზომებიდან გამომდინარე, აფეთქება უფრო ასეთი იქნება, მასმედიაში ნაჩვენები ვერსიისგან განსხვავებით.
2008 წლის 26 თებერვალს, ორმა ჯგუფმა ამერიკული კომპანიებიდან – SpaceWorks Engineering და SpaceDev – მიიღო დაფინანსება ე.წ. “პლანეტური საზოგადოებისგან”. კომპანიებმა გაიმარჯვეს კონკურსში, რადგან წარმოადგინეს საშიში ასტეროიდის შესწავლის ყველაზე საუკეთესო გეგმა. სწორედ ისინი მოახდენენ ამ თითქმის 300 მეტრიანი კოსმოსური კლდის ტრაექტორიის დადგენასა და კონტროლს.
მეცნიერებმა დაიწყეს აპოფიზის კვლევა. ამ საქმეშია ჩართული ჩილეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტელესკოპი(MIT Magellan telescope in Chile) და ნასას ინფრაწითელი ტელესკოპი ჰავაიზე(NASA’s Infrared Telescope Facility in Hawaii). გაირკვა, რომ ასტეროიდი ძირითადად შედგება პიროქსენისა და ოლივინისგან(კლდოვანი სტრუქტურა მეტალების მცირე შემცველობით). დედამიწაზე ჩამოვარდნილი ასტეროიდების მხოლოდ 9%-ს აქვს ასეთი შემადგენლობა. აპოფიზის დიამეტრი 270 დან 415-მდე მეტრია.
1.მაგელანის სახელობის ტელესკოპი ჩილეში.2. NASA-ას ინფრაწითელი ტელესკოპი ჰავაიზე.
კოსმოსური ხომალდი, რომელიც კომპანია SpaceWork Engineering-მა შექმნა, შეეჯახება ასტეროიდს და შეუცვლის მას მოძრაობის მიმართულებას. ამის მერე თანამგზავრები მოახდენენ კოსმოსურ ობიექტზე რეგულარულ დაკვირვებებს, ზუსტი ტრაექტორიის დადგენის მიზნით. აპარატის გაშვება დაგეგმილია 2012 წლისთვის. მანამდე კვლევები მიწაზე არსებულ ლაბორატორიებში მიმდინარეობს, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ეს კვლევები არასაკმარისია. ამჟამად მთელი ყურადღება ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი მონაცემების შეგროვება მოკლე ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯახების საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. “იდეალურის შემთხვევაში ორბიტის შეცვლა ჩვენ უნდა მოვახერხოთ უკვე 2025 წლისთვის, რათა ვიყოთ აბსოლუტურად დარწმუნებულნი იმაში, რომ ასტეორიდი ჩვენს პლპანეტას აცდება”,- აცხედებს პროექტის ხელმძღვანელი მეთიუ გრემი.
Foresight Encounter Spacecraft (ES), ანუ – თვითონ ზონდი,რომელიც ასტეროიდისკენ გაიგზავნება და მისიPropulsive Transfer Vehicle (PTV) – ამაჩქარებელი საფეხური,რომელიც მას დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს(ილუსტრაცია SpaceWorks Engineering/SpaceDev).
თუ შეჯახება გარდაუვალია(თანამედროვე ტექნოლოგიებით ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, ასტეროიდი არც თუ ისე დიდია), რაიმე ფანტასტიური მოვლენები არ მოხდება, დედამიწაზე სიცოცხლე არ განადგურდება, კატასტროფას ექნება, ოფიციალური ტერმინებით რომ ვისარგებლოთ, ლოკალური მასშტაბები(2012 წლის 9 იანვრს ობიექტის ტრაექტორია გადამოწმდა, ის დედამიწას არ შეეჯახება).