კოსმოსის შესწავლასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა მიკრო და მაკრო სამყაროს შესახებ ჩვენს მიერ დაგროვებული ინფორმაცის მოცულობა.
წელი: 2011
ოთხკუთხა წითელი ნისლეული
როგორ წარმოიქმნა ეს წითელი ოთხკუთხა ნისლეული? ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ცენტრში ხნიერი ორმაგი ვარსკვლავი მდებარეობს, რომელიც აიძულებს ნისლეულს ანათოს. ფორმას განაპირობებს სქელი მტვრის გარსი, რომელიც ქმნის გაზებისგან შემდგარ ასო იქსის(X) მაგვარ კონუსურ ნაკადს.
ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით ეკზოპლანეტაა
ირმის ნახტომში მილიარდობით პლანეტა შეიძლება იყოს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ასტრონომები, რომლებმაც კოსმოსურ ობსერვატორია „კეპლერიდან“ მიღებული მონაცემები გააანალიზეს. ნამუშევარი მიღებულია გამოსაქვეყნებლად ჟურნალ Astrophizical Journal-ში, ხოლო მოკლედ მის შესახებ პორტალი Space.com.-ი წერს.
სამყაროს ფერი
რა ფერი აქვს სამყაროს? უფრო სწორედ, მთელი ცის ფერი რომ შეგვეზავებინა რა ფერის იქნებოდა იგი?
დიდი სიცარიელე
რატომ წარმოიქმნა სამყაროს ამ ნაწილში ასეთი დიდი სიცარიელე? ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არავის აქვს. თვითონ სიცარიელეც, რომელიც ზომაში რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის ზომისაა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის
რუს მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია პოპულარული ნარკვევიდან “მტკიცებულება ევოლუციაზე”.
გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია კვაზი-ვარსკვლავებისგან გაჩდნენ
სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია გიგანტური ვარსკვლავური ობიექტების შიგნით ჩამოყალიბდნენ. ზუსტი მოდელირებით შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ მოხდა მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელების ჩამოყალიბება სამყაროს გაჩენიდან მილიარდი წლის გასვლის მერევე(ითვლება, რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა).
დედამიწის მაგნიტური ველი 200 მლნ წლით ადრე ჩამოყალიბდა
ე.წ. დედამიწის პოლარული ქუდი, სადაც მზის ქარი(დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი) თითქმის ზედაპირამდე აღწევს, მილიონობით წლის წინ სამჯერ დიდი იყო ვიდრე ეხლაა. იმისათვის რომ გაიგონ როგორი იყო ძალიან ღრმა წარსულში ცოცხალი გარემოს მავნე გამოსხივებისაგან დამცავი მაგნიტური ველი, მეცნიერები სამხრეთ აფრიკაში ნანახი 3,5 მილიარდი წლის წინანდელი სილიკატების კრისტალებს იკვლევენ.
M33 – გალაქტიკა სამკუთხედში
ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, მდებარეობს სპირალური გალაქტიკა M33, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” შემობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე.