თერმობირთვული სინთეზი – ატომური დაშლის შებრუნებული რეაქცია: უფრო პატარა ბირთვები უფრო დიდებად ერთიანდებიან. სამყაროში ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის წყალბადის ბირთვების თერმობირთვული გაერთიანება ჰელიუმად.

ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
თერმობირთვული სინთეზი – ატომური დაშლის შებრუნებული რეაქცია: უფრო პატარა ბირთვები უფრო დიდებად ერთიანდებიან. სამყაროში ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის წყალბადის ბირთვების თერმობირთვული გაერთიანება ჰელიუმად.
საშუალო დაშორება მზიდან – 2 871 მლნ. კმ
დიამეტრი – 51 118 კმ
ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 6,81 კმ/წმ
ერთი ბრუნი მზის გარშემო – 84 წელი
თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 9,0 მ/წმ2
მეორე კოსმოსური სიჩქარე: 21,4 კმ/წმ
ტრიალის მიმართულება: საწინააღმდეგო
ზედაპირის ტემპერატურა: -220°С
ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 17 სთ 14 წთ
დედამიწიდან დაშორება: 2,6 დან 3,2 მლრდ.კმ
ორბიტალურმა ტელესკოპმა „კეპლერმა“ შეაგროვა მონაცემები „ვარსკვლავძვრებზე“(მიწისძვრა), ხუთასამდე მზისმაგვარი ვარსკვლავიდან. ამის შესახებ იუწყებიან ჟურნალი Sciense და პორტალი Space.com.-ი.
ფიზიკოსებმა, რომლებიც ამერიკულ ამაჩქარებელ ტევატრონზე მუშაობენ, ჯერჯერობით ამოუხსნებლი მოვლენის აღმოჩენაზე აკეთებენ განცხადებას, რომელიც, შესაძლებელია, აქამდე უცნობი ნაწილაკის დაბადებასთან იყოს დაკავშირებული.
მოწმენდილ ღამის ცაზე, კარგად ჩაბნელებული გარემოდან, შესაძლებელია სუსტი მანათობელი ზოლის დანახვა. ეს ზოლი ჩვენი სპირალური გალაქტიკის, ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოა.
შეჯახებამ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, გაზისა და მტვრის ღრუბლებში მილიონობით ვარსკვლავის ჩამოყალიბება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მასიურებმა უკვე გაიარეს განვითარების მთელი ციკლი და აფეთქდნენ როგორც ზეახალი ვარსკვლავები.
ვარსკვლავები მარტონი არ არიან. ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის დისკოს 10% გაზისაგან შედგება, რომელსაც ვარსკვლავთშორისს უწოდებენ. ეს ვარსკვლავთშორისი არ არის ერთგვაროვანი, მისი დანაწევრებული სახე მზის მახლობლადაც შეიმჩნევა.
მზის სისტემის ყველაზე ღრმა კანიონმა(მარინერი) მარსის ზედაპირი ორ ნაწილად გაყო. მისი სიგრძე 3000 კმ.-ზე მეტია, სიგანე 600 კმ. ხოლო სიღრმე 8 კმ. შედარებისთვის, არიზონას დიდი კანიონი სულ 800 კმ.-ის სიგრძისაა, სიგანე 30 კმ. სიღრმე კი 1,8 კმ.
წინა საუკუნის დასაწყისში ალბერტ აინშტაინმა ფარდობოთობის საერთო თეორიაში შემოიღო დროისგან დამოუკიდებელი სიდიდე, ე.წ. კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აღნიშნა ბერძნული ასო „ლამბდათი“-Λ. Λ იყო ფორმალური კონსტანტა, რომელშიც აინშტაინი ვერავითარ ფიზიკურ აზრს ვერ ხედავდა.