ნეიტრინო სინათლეზე სწრაფად მოძრაობს?!

სენასაციური შედეგები დტექტორ OPERA-ზე იქნა მიღებული(Oscillation Project with Emulsion-tRacking Apparatus), რომელიც იტალიის ალპების ქვეშ, 1400 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, გრანსასოს მიწისქვეშა ლაბორატორიაში(Laboratori Nazionali del Gran Sasso).

ჰიგსის ბოზონი და სამყაროს ზომა

  სამყარო არ იქნებოდა ასეთი ჰიგსის ბოზონის გარეშე. ეს ლეგენდარული ნაწილაკი კოსმოსლოგიაში თავის როლს თამაშობს და სხვა მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილაკების არსებობის შესაძლებლობას გვიჩვენებს.

პლუტონის თხევადი წყლის ოკეანე

პლუტონის ყინულოვანი ჯავშნის ქვეშ შეიძლება თხევადი ოკეანე იყოს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ჯუჯა პლანეტის აღნაგობის გააანალიზების მერე. სტატია ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი წერს.

 

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ნაჩვენები დედამიწა

 მეცნიერებათა დოქტორმა ჯეიმს დრეიკმა გადაწყვიტა დედამიწელთათვის ეჩვენებინა, თუ როგორ ხედავენ ჩვენს პლანეტას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი კოსმონავტები. ამისათვის მან 60 წამიან ვიდეორგოლად შეკრიბა ჩვენი პლანეტის 600 ფოტო, რომლებიც კოსმონავტებმა სადგურის ორბიტაზე მოძრაობის დროს გადაიღეს. ფილმი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა(video).

მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები იყო

გამოიკვლიეს რა მარსის ახალი რეგიონები, კერძოდ კი კანიონი Valles Marineris-ი და რეგიონი სახელად Noctis Labyrinthus-ი, გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, წითელ პლანეტაზე, შესაძლებელია არსებობდა სიცოცხლე.

 

ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია

ასტრონომები დინოზავრების დახოცვაში ბაპტისტინას აღარ ადანაშაულებენ. მათი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზე დაიწერა.

 

სამიზნე ასტეროიდი 1999 RQ36

ყოველ 6 წელიწადში ასტეროიდი 1999 RQ36 დედამიწასთან საკმაოდ ახლოს მოდის. მასზე დაკვირვებები აქტიურად მიმდინარეობს, მუდმივად კონტროლდება რამდენიმე ობსერვატორიის მიერ, რადგან არსებობს მისი დედამიწაზე ჩამოვარდნის რისკი.

 

ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომის სპირალური მკლავები ჯუჯა გალაქტიკასთანშეჯახებით წარმოიქმნენ. მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი მოგვითხრობს.

ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენის სხივებით წვავს

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაზური გიგანტი COROT-2b 100 000-ჯერ მეტ რენტგენულ ნაკადს იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. ეს გამოსხივება პლანეტას საკმაოდ მაღალი სიჩქარით აორთქლებს.