ევროპის სამხრეთული ობსერვატორია განცხადებას „უცხო-პლანეტებზე“ 12 სექტემბერს გააკეთებს

ევროპის ობსერვატორია აცხადებს, რომ ის 12 სექტემბერს დაასახელებს იმ მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელიც სხვა პლანეტებთანაა დაკავშირებული.

 

 

ყველა ვარსკვლავი ერთი ფორმისაა? (სანდრო)

კი, ყველა ვარსკვლავი სფეროს ფორმისაა, თუმცა არა იდეალურად მრგვალი, პულუსებთან ხდება მათი მცირე შებრტყელება, რადგან ეკვატორული და პულუსური სარტყელები სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობენ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გარშემო(ბირთვი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს). ეს ეხება გაზურ მდგომარეობაში მყოფ პლანეტა გიგანტებსაც(იუპიტერი, სატურნი, ურანი,ნეპტუნი).

 

მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული

მეცნიერებმა გოდარდის კოსმოსური ცენტრიდან დაადგინეს, რომ მზის ანთებების ენერგია რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლე შინაარსი კი ნასას საიტზე.

 

LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა

  Lunar Reconnaissance Orbiter(LRO) ნასას ყველაზე ახალი მთვარის ზონდი 2009 წლის ივნისიდან მუშაობს და უკვე მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა გადმოსცა მიწაზე. გთავაზობთ LRO-ს 10 ყველზე დამაინტრიგებელ აღმოჩენას.

პირველი ვარსკვლავები

  ჯერ კიდევ 20 წლის წინ 7 მილიარდ წელზე უფრო ხნიერი გალაქტიკების ძალიან მცირე რაოდენობა იყო ცნობილი(ეს ზღვარი შეესაბამება კოსმოლოგიურ წითელ წანაცვლებას, რომელიც აჭარბებს ერთს). ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა კიდეც, უფრო ძველი ვარსკვლავური გროვები(გალაქტიკები) გაცილებით მეტი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ კოსმოსში.

თერმული წყაროს კვალი მარსზე

 მარსმავალმა ”ოპორტუნიტიმ” წითელ პლანეტაზე აღმოაჩინა რეგიონი, რომელიც, დიდი ალბათობით, დამშრალ თერმულ წყაროს წარმოადგენს. ამის შესახებ იუწყება პორტალი Space.com.

 

შეუძლებელი ვარსკვლავი

მეცნიერებმა ლომის თანავარსკვლავედის „შეუძლებელი“ ვარსკვლავი გამოიკვლიეს. სტატია ამის შესახებ გამოჩნდა ჟურნალ Nature-ში, ხოლო მისი მოკლე შინაარსი ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის( ESO) პრესრელიზში.

ყველზე ცივი ყავისფერი ჯუჯა

სურათზე,, რომელიც ნასას ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ობსერვატორია WISE-მ ფართო კუთხიანი კამერით გადაიღო, აღბეჭდილია ლირას თანავარსკვლავედთან მახლობლად მყოფი  უამრავი ვარსკვლავი.