მეცნიერებათა დოქტორმა ჯეიმს დრეიკმა გადაწყვიტა დედამიწელთათვის ეჩვენებინა, თუ როგორ ხედავენ ჩვენს პლანეტას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი კოსმონავტები. ამისათვის მან 60 წამიან ვიდეორგოლად შეკრიბა ჩვენი პლანეტის 600 ფოტო, რომლებიც კოსმონავტებმა სადგურის ორბიტაზე მოძრაობის დროს გადაიღეს. ფილმი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა(video).
დღე: სექტემბერი 20, 2011
მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები იყო
გამოიკვლიეს რა მარსის ახალი რეგიონები, კერძოდ კი კანიონი Valles Marineris-ი და რეგიონი სახელად Noctis Labyrinthus-ი, გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, წითელ პლანეტაზე, შესაძლებელია არსებობდა სიცოცხლე.
ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია
ასტრონომები დინოზავრების დახოცვაში ბაპტისტინას აღარ ადანაშაულებენ. მათი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზე დაიწერა.