ახალგაზრდა გალაქტიკებს ზრდა ცივი გაზების ხარჯზე შეუძლიათ

  ვროპელი ასტრონომების ჯგუფმა გამოიყენა ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT) რათა შეემოწმებინა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა გალაქტიკებს შეუძლიათ ზრდა წყალბადისა და ჰელიუმის ცივი ნაკადების შეწოვის ხარჯზე, ამ პრიმიტიული გაზებითვე ხდებოდა ადრეულ სამყაროში ვარსკვლავების ფორმირება.

რამდენ ხანში იშლება ურანი?(ლევანი)

  ურანის გამოღვიძება არასწორი ტერმინია, ურანს სულ „ღვიძავს“, ის რადიოაქტიურია ბუნებრივად და რადოიაქტიურ დაშლას განიცდის. რადიოაქტიურ ელემენტებს განსხვავებული დაშლის პერიოდი აქვთ, ზოგს იმდენად დიდი, რომ პრაქტიკაში მათ ნახევრად დაშლის პერიოდს იყენებენ, რათა არ მოხდეს ძალიან დიდი ციფრებით მანიპულირება. მაგალითად, ურანი 235, რომელიც ატომური საწვავის მთავარი ელემენტია, ნახევრად დაშლის პერიოდი 235U 7,13×108 წელს უტოლდება.