ნეიტრონული ვარსკვლავი ცივდება

ზეახალის ნარჩენი კასიოპეია-ა ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობს – 11 000 სინათლის წელი. ამ ზეახალის აფეთქების შუქი, რაც მასიური ვარსკვლავის სიკვდილზე მეტყველებს, დედამიწაზე 330 წლის წინათ მოვიდა.ამ გამოსახულებაზე, რომელიც შედგენილია რენტგენის და ოპტიკურ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით, ვარსკვლავური გაზების “ნამსხვრევები” 15 სინათლის წლის რადიუსში გაიფანტნენ. ელვარე წყარო ცენტრში, უზარმაზარი სიმკვრივის ნეიტრონული ვარსკვლავია, ის რაც კოლაფსირებული ვარსკვლავისგან დარჩა(ზეახალი!!!).

მთვარის ხილული მხარე

იმისათვის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი მთვარის ხილული მხარის ეს შესანიშნავი პორტრეტი გაეკეთებინა, თანამგზავრ LRO(NASA)-ოს ფართო კუთხიანი კამერით 1300-ზე მეტი ფოტოს გადაღება მოუხდა.

 

 

ყველაზე ცხელი პლანეტა

  ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).

სიცოცხლე მარსზე

 ევრო-ამერიკული მისია ExoMars Trace Gas Orbiter ეცდება გაზების მიხედვით აღმოაჩინოს სიცოცხლის კვალი მარსზე. ეს ინსტრუმენტი იქნება მარსის ატმოსფეროს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მთავარი მომწოდებელი.