ელვა – ანტინაწილაკების წყარო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს დედამიწის ატმოსფეროში ხდება მოვლენები, რომლებიც ძალიან გვანან კოსმოსის სიღრმეებში მომხდარ პროცესებს(ილუსტრაცია Flight Center/J. Dwyer, Florida Inst. of Technology).

გაირკვა, რომ ელვა წარმოშობს ანტიმატერიის უწვრილეს ნაკადებს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ სიმაღლეებამდე ვრცელდებიან. ეს აღმოჩენა იყო მშვენიერი გაგრძელება ჯერ კიდევ 17 წლის წინანდელი თემისა, როცა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ელვას შეუძლია გამა ანთებების გენერირება.

ასტრონომებმა სხვა სამყაროს კვალი აღმოაჩინეს

  რელიქტური გამოსხივების რუქა(WMAP). მიკროტალღური, სამყაროს ფონური გამოსხივების ანალიზის დროს ასტრონომებმა გამოუცნობი ე.წ. ”ბნელი დინება” აღმოაჩინეს. სპეციალისტთა აზრით ეს შეიძლება სხვა სამყაროს არსებობაზე მიუთითებდეს.

გაქცეული ვარსკვლავი გველისმჭერის ძეტა

  ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც თავის ძველ კომპანიონს გაექცა. ის მაღალი სიჩქარით მოძრაობს გაზისა და მტვრის ვარსკვლავურ ღრუბელში და რკალის მაგვარ ტალღას წარმოქმნის(ყვითელი რკალი ფოტოზე).

დაკარგული კრატერი


 ბაზა ”ფრა მაურო” – გორაკებიანი და კრატერირებული ადგილია მთვარეზე, მას ”აპოლონ-14”-ის ეკიპაჟი 1971 წელს იკვლევდა.