მეცნიერები დიდი ხანია წითელ პლანეტას იკვლევენ. საინტერესოა რისი გაგება მოასწრეს მთელი ამ ხნის განმავლობაში?
წელი: 2011
კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
Chi_b (3P) პირველი ახალი ნაწილაკია, რომელიც კარგად დაიმზირება კოლაიდერში, ელემენტარული ნაწილაკების უდიდეს ამაჩქარებელში, რომლის 27 კილომეტრიანი ტუნელი შვეიცარია საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.
როგორ კვდებიან ვარსკვლავები
თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად, ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენრტისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახლად ინთება ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს.
საშობაო კომეტა
ახლახანს აღმოჩენილი კომეტა ლოვჯოი ჩილეში, ESO-ს პარანალის ობსერვატორიიდან გადაიღეს. კომეტა ირმის ნახტომის ფონზეა აღბეჭდილი. ფოტოები ასტრონომმა გებრიელ ბრამერმა 22 დეკემბერს გადაიღო.
NGC 7600: გალაქტიკა გარსით
ელიფსური გალაქტიკა NGC 7600 ზომით თითქმის ირმის ნახტომის ტოლია, იქამდე მანძილი 150 მილიონი სინათლის წელია.
ორიონის ნისლეულის დიდების გალერეა
ცნობილი ნისლეულის აქ წარმოდგენილი ფოტოები დროის სხვა და სხვა პერიოდშია გადაღებული, ისინი ორიონის სილამაზის დემონსტრირებას ახდენენ.
უნივერსალური თეორიები
ბუნებაში არსებობს ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედება, ფიზიკური მოვლენები ფიზიკურ ობიექტებს შორის იმ ურთიერთქმედებების შედეგად ხდება, რომელებიც ერთი ან რამდენიმე ასეთი ძალითაა განპირობებული. ოთხი ურთიერთქმედება, თუ მათ ძალის კლების მიხედვით დავალაგებთ:
რთული ნახშირწყლები პლუტონზე
მაშინ როცა რუსული თანამგზავრები ერთი მეორეს მიყოლებით ცვივიან მიწაზე, პლუტონიდან არეკლილი სპექტრის ულტრაიისფერ ნაწილში ამერიკელმა მეცნიერებმა შთანთქმის ძლიერი ზოლები აღმოაჩინეს, რაც ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე არსებულ ნაერთთა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.
აღმოაჩინეს ყველაზე შორეული და ელვარე გალაქტიკა
უცნაურად ელვარე გალაქტიკის აღმოჩენაში რამდენიმე ტელესკოპმა მიიღო მონაწილეობა. უძველესი გალაქტიკა, რომელიც ფაქტიურად სამყაროს გაჩენის თანავე ჩამოყალიბდა, დედამიწის ზედაპირზე მყოფი ტელესკოპებით გადაიღეს. ასტრონომების თქმით, ეს არის ყველაზე კაშკაშა შორეული გალაქტიკა, რომლის დანახვა წარმოუდგენლად დიდი მანძილიდან, ატმოსფეროს შიგნით, ზედაპირზე არსებული ტელესკოპებითაც შეიძლება.