18 მარტის მაგნიტური ქარიშხალი

 მოვლენამ დამუხტული ნაწილაკების გეომეტრიული შტორმი და ჩრდილოეთის ციალი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ კორონალური მასების ამოფრქვევა ეს არის მზის გვირგვინიდან ნივთიერებების ამოსვლა. მზიური ანთებებისგან განსხვავებით, რომელთა დროსაც მაგნიტური ენერგია, დაგროვებული მზის აქტიურ უბნებში, ძირითადათ გამოსხივებით რეალიზდება, ხოლო კორონალური ამოფრქვევების დროს, ენერგია უზარმაზარი მასების მზიური ნივთიერების აჩქარებაზე იხარჯება.

 ამოფრქვევის დროს, გვირგვინიდან გავარვარებული პლაზმა ამოდის, შემდგარი ძირითადათ ელექტრონებისა და პროტონებისაგან, უფრო მძიმე ელემენტების მცირე რაოდენობით – ჰელიუმი, ჟანგბადი, რკინა და სხვა. ამოფრქვევის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ მისი საერთო ტოპოლოგიური ფორმა მარყუჟს ჰგავს, რომლის ორივე ან ერთი ბოლო მზის ატმოსფეროზეა მიმაგრებული, ხოლო მაგნიტური ველის დაძაბულობა, როგორც წესი, მაღალია, ვიდრე წყნარი მზიური ქარის დროს და ჩახვეული მაგნიტური ძალწირების სახით არის წარმოდგენილი.


 ასეთი მოვლენების დროს გარემო სივრცეში მზიური ნივთიერების ტრილიონობით ტონა გამოიტყორცნება. ნასელი სპეციალისტების თქმით, კორონალური ამოფრვევის მერე(აქტიური მზე), დამუხტული ნაწილაკები დედამიწამდე მოღწევას 3-5 დღე-ღამესს ანდომებენ. ამ დროს, მათი სიჩქარე 5,2 მილინი კილომეტრია საათში. მზის გვირგვინიდან 15 მარტს გამოსული ნაწილაკები ჩვენი პლანეტის ორბიტას დღეს მოაღწევენ. ზოგჯერ ასეთი მზიური ამოფრქვევები, დედამიწაზე მძლავრ მაგნიტურ ქარიშხლებს იწვევენ, რასაც ჯანმრთელობის გაუარესებაც ახლავს ხოლმე თან. გარდა ამისა, მოვლენა თანამგზავრებისა და დედამიწის ზედაპირზე არსებული ელექტრონული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლასაც იწვევს.

 ამჯერად, ნასას წარმომადგენელთა თქმით, ორბიტალური თანამგზავრების მუშაობას არაფერი ემუქრება. დროებით, მხოლოდ, მერკურის ორბიტაზე მდებარე ”მესენჯერი” და ინფრაწითლ დიაპაზონში მომუშავე ”სპიცერი” შეწყვეტენ ფუნქციონირებას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.