შოკისმომგვრელი 10 სუპერუნარი

 ზოგირთი ჩვენგანი არის დაჯილდოვებული უჩვეულო შესაძლებლობებით, რომელთაც ზეშესაძლებლობები შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა, არც თუ ისეთი აშკარა, როგორც მუტანტ ”იქს ადამიანებში”, მაგრამ მაინც. რომელია ჯილდო, რომელი წყევლა, თვითონ გადაწყვიტეთ. იქნებ, თქვენც უცნაურების სიაში ხართ და არ იცით?!

 1. ყველაზე უფრო გავრცელებული უცნაურობაა სუპერგემო, ამ შესაძლებლობით, გარკვეულწილად, ადამინთა დაახლოებით მეოთხედია დაჯილდოებული. საკვების გემო მათთვის უფრო მკვეთრი, უფრო მეტად ტკბილი და მწარეა… სუპერგემო უფრო, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონებშია(ქალებში) გამოვლინებული.

 2. სუპერმხედველობა, იგივე ტეტრაქრომატია, გენთა იშვიათი კომბინაციაა, რომელიც ქალთა 2-3%-ს საშაულებას აძლევს 100 მილიონამდე ფერთა ნარევი დაინახონ, მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამინი მხოლოდ მილიონ ნარევს ხედავს. პრიმატები და ადამიანები, თვალში ფერის განმასხვავებელი სამი კოლბით იბადებიან(წითელი, მწვანე და ლურჯი. RGB), ტეტრაქრომატები – ოთხით.

 3. ოქროს სისხლი, ნულოვანი რეზუს-ფაქტორით გამოირჩევა. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ 40 ასეთი ადამიანი იქნა გამოვლენილი, ამ მომენტისთვის 9 მათგანია ცნობილი. რეზუს-ნოლი ყველას შეიძლება გადაესხას, რადგან არანაირი ანტიგენი არ არის მის სისტემა Rh-ში, თვით მატარებელს კი მხოლოდ ”ოქროს სისხლიანი მოძმე” თუ გადაარჩენს საჭიროების შემთხვევაში.

 4. ჰიპერელასტიური კანი, იგივე ელარს-დანლოსის სინდრომი, შემაერთბელი ქსოვილის გენეტიკური დაავადებაა, როემლიც სახსრებსა და კანს აზიანებს. გართულებების მიუხედავად, ამ სენით შეპყრობილ ადამიანებს ნებისმიერი კუთხით შეუძლიათ კიდურების გადახრა. ქრისტოფერ ნოლანის ფილმის – ”ბნელი რაინდი”, გმირის სახე ნაწილობრივ ამ სინდრომზეა დაფუძნებული.

 5. ადამიანებს, შემომფარგლავ საგნებამდე მანძლის დადგენა ხმოვანი ექოს საშუალებით შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მხდველობის პრობლემის მქონე ადამიანებს. საკუთარ თავში ექოლოკაციად წოდებული უნარის ფლობის ხარისხის დადგენას შეძლებთ, თუ დახუჭული თვალებით ოთახის ცენტრში დადგებით და ენის ძლიერი წკლაპუნით, ოთახში მდებარე ობიექტებამდე დაშორების გამოცნობას ექოს საშუალებით შეეცდებით(ადამიანის ფიგურა დელფინის ექოლოკაციურ სიგნალებში).

 6. მარადიული ახალგაზრდობა გაცილებით ლამაზად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში არის. იდუმალი მოვლენა, რმელსაც ” X სინდრომი” შეარქვეს, სიბერის გამოვლინების ყოპველგვარ ნიშანს ფარავს ადამიანში. ყველაზე ცნობილი ”უბერებელი” იყო ბრუქ მეგან გრინბერგი, რომელმაც 20 წლამდე იცოცხლა, სხეული და აზროვნება კი 2 წლის ბავშვისა ჰქონდა. ამ დაავადების მხოლოდ 3 შემთხვევაა ცნობილი.

7. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტკივილს ვერ გრძნობენ, ასევე სიცხესა და სიცივეს. ისე შეიძლება შეუქმნან საფრთხე საკუთარ თვას, რომ ვერაფერს ვერ მიხვდნენ, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენით უწევთ ცხოვრება.

8. იშვიათი ტიპის მუტაცია LRP5, ადამიანთა უმცირეს პროცენტს დაუშლადი ძვლებით აჯილდოებს. პირველად ის აღმოუჩინეს ადამიანს, რომლის ძვლები ძლიერი ავტოაავარიის მერეც კი არ დაიშალა. მისი მინუსია ღვიძლის დაავადების გაჩენის მაღალი შანსი(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი).

 9. სუპერძალა, სუპერგმირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნარია, თუმცა რეალურად, უკიდურესად იშვიათი. მიოსტატის ცილის უკმარისობასთან დაკავშირებული მუტაცია, კუნთოვანი მასის გაზრდას იწვევს, ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის გარეშე. მხოლოდ 2 ასეთი ფაქტია ცნობილი. ერთის შემთხვევაში, ორი წლის ბავშვი, ზრდასრული ათლეტის სხეულსა და ძალას ფლობდა.

 10. აბსოლუტური იმუნიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასარგებლო თვისება, რომელიც ადამიანს სასიკვდილო დაავადებებისგან, მათ შორის კიბოსა და გულის დაავადებებისგანაც იცავს. ერთად-ერთი ნაკლი ისაა, რომ ასეთ ადამიანებზე მეცნიერები ნადირობენ 🙂 .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.