ადამიანის ფიგურა დელფინის ექოლოკაციურ სიგნალებში

 კვლევა, პუერტო-ავენტურასის დელფინარიუმში(მესიკა) ჩატარდა. მყვინთავმა ჯიმ მაქდონოუმ ტვირთიანი ქამარი გაიკეთა და აქტიურად ამოსუნთქავდა ჰაერს. აკვალანგი არ გამოიყენეს, მისგან წარმოქმნილი ჰაერის ბუშტულები ექსპერიმეტის შედეგზე მოახდენდა ზეგავლენას. მყვინთავის მიმართულებით დელფინის მიერ გაგზავნილი სიგნალები მიკროფონით ჩაიწერეს და აკუსტიკური ფიზიკის სპეციალისტს ჯონ სთიუართ რიდს გადასცეს, რომელიც ხმის ვიზუალიზაციის აპარატის(CymaScope) შემქმნელიცაა.

 ეს აპარატი, ხმოვან ვიბრაციებს წყლის რხევებად გარდაქმნის. დელფინის ულტრაბგერული ლოკაციური სიგნალების მიმდევრობა CymaScope-ში იქნა ჩატვირთული. წყლის ზედაპირზე რაღაც უჩვეულო ფორმა გამოისახა. შემდეგ, ვიდეოჩანაწერის თითოეული კადრი უკან გადახვევით დაათვალიერეს და გარკვეული დროის მერე ადამიანის ბუნდოვანი სილუეტი დაინახეს. კომპიუტერულმა დამუშავებამ ახალი დეტალებიც გამოავლინა, კერძოდ, მყვინთავის ტვირთიანი ქამარი.

 ექოლოკაცია დელფინებს საშუალებას აძლევს არა მარტო ჩრდილები „დაინახონ“, არამედ მათი ზედაპირების მოხაზულობაც. „ვფიქრობთ, რომ დელფინები ხმოვან-ვიზუალური ენით სარგებლობენ, სურათების ენით, რომლითაც ინფორმაციას უცვლიან ერთმანეთს“ – ამბობს კვლევის ავტორი ჯეკ კასევიცი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.