მარსის ატმოსფეროშო მეთანის არსებობა პლანეტაზე შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის მაჩვენებელი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ექვსი სინჯი, რომლებიც მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობამ” 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივნისამდე დროის მონაკვეთში აიღო, ამ გაზის კვალიც კი ვერ აღმოაჩინა.
პროგრამა ”ცნობისმოყვარეობას” შემეცნებითი ნაწილის ხელმძღვანელის მაიკლ მაიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარსმავალმა მეთანის აღმოჩენა ვერ შეძლო, ჩატარებული კვლევების შედეგები ”მარსზე სიცოცხლის აღმოჩენისათვის საჭირო ძალისხმევის სწორად მიმართვის არჩევაში დაგვეხმარება”.
”ალბათობა იმისა, რომ მარსზე მიკრობები ახლაც არსებობენ, რომლებიც მეთანს გამოიმუშავებენ, შემცირდა” – აცხადებს მაიერი. თუმცა ეს დასკვნები ნივთიერებათა ცვლის ერთ ტიპს ეხება, მაშინ როცა, არსებობენ მიკრობები, რომლებიც არ გამოიმუშავებენ მეთანს”.
დედამიწაზე მეთანის 90 პროცენტს, რომელიც ბუნებრივი გაზის ძირითადი კომპონენტია, ცოცხალი არსებები გამოიმუშავებენ. 2003 წლიდან დაწყებული, მეცნიერები, რომლებიც ორბიტალური და მიწაზე არსებული ტელესკოპებით მუშაობენ, არა ერთხელ განაცხადეს, რომ მარსზე მეთანი არის. ”ცნობისმოყვარეობამ” კი ეს ანალიზი არა დისტანციურად ჩაატარა, არამედ უშუალოდ მარსის ატმოსფეროში ჩაატარა ანალიზი.
”ცნობისმოყვარეობა”(ყველაზე მაგარი მანქანა) მარსის ზედაპირზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. მისი მთავარი ამოცანებია პლანეტის გეოლოგიური აღნაგობის შესწავლა და სიცოცხლის ნიშნების ძებნა. ნასას გამოთვლებით, მისია ”ცნობისმოყვარეობა” 2014 წლის შუამდე უნდა გაგრძელდეს(მარსმავლები; Spirit და Opportunity).