ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა

 რა მოხდება, თუ სულ ჩრდილოეთისკენ ივლით? ეს მიმართულება არ შეიცვლება. ბრუნვის ჩრდილოეთი პოლუსი ყოველთვის ერთ ადგილზე რჩება, დღე და ღამე. მისი სიმაღლე ჰორიზონტის თავზე, ადგილის განედს შეესაბამება. რაც უფრო შორ გზას გაივლით ჩრდილოეთისკენ, მით უფრო მაღლა იქნება ბრუნვის ჩრდილოეთი პოლუსი. თუ ზედ პოლუსზე მოხვდებით, ვარსკვლავები ზუსტად თქვენს თავზე შომოხაზავენ წრეებს. ეს სურათი 4 საათის განმავლობაში გადაღებული ფოტოებით არის გაკეთებული. შუაში, პოლარული, იგივე ჩრდილოეთის ვარსკვლავია მოქცეული (ღამის ცაზე მოციმციმე კინოსურა). ნათელი ზიგზაგი მიწაზე, ანთებული სანათით მოძრავი ასტროფოტოგრაფის კვალია, ხუთივე ჩრდილიც მისია (ქვემო საქსონია, გერმანია). დედამიწას ბრუნვის ორი პოლუსი აქვს, თითქმის იგივე მოხდება, თუ ეკვატორიდან სულ სამხრეთით ივლით (ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.