ჩინეთი – მარსი

  ჩინეთმა წარმატებით განახორციელა აფრენა–დაჯდომის სარაკეტო მისია, რომელიც მარსის ათვისებისაკენ წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია (news.com).

ქალი და ბავშვი უცხოური და ჩინური რაკეტების მოდელების გამოფენაზე  (პეკინი, ჩინეთი).

 ჩინეთმა ახალი თაობის რაკეტით კოსმოსში გაშვებული ექსპერიმენტული ზონდი ხმელეთზე დააბრუნა, რაც მომდევნო ათწლეულში მარსზე ამბიციური საკაცობრიო მისიის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

 კოსმოსური ხომალდი–ზონდი, კოსმოსში ახალი თაობის რაკეტამ “Long March 7” გაიყვანა, რომელიც რევოლუციურ, გარემოსათვის უვნებელ სარაკეტო საწვავებს იყენებს. გარდა ამისა, პირველად გამოიყენეს ახლადაშენებული, მასიური კომპლექსი, უენჩანგის თანამგზავრების გაშვების ცენტრი (Wenchang Satellite Launch Center), რომელიც სამხრეთ კუნძულის პროვინცია ჰაინანში მდებარეობს.

chineti m arsi 1 raketa

 როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ოფიციალურმა წარმომამდგენლებმა განაცხადეს, შიდა–მონღოლეთის უზარმაზარ სტეპში ხომალდის დაშვება მიანიშნებს, რომ წლის ბოლოს დაგეგმილი მისიაც წარმატებით განხორციელდება, რაც ორბიტაზე მეორე კოსმოსური სადგურის განთავსებას გულისხმობს.

 ჩინეთმა პირველი კოსმონავტები ორბიტაზე დამოუკიდებლად ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყვანა; მას შემდეგ აიგო ექსპერიმენტული სადგური “ტიანგონგ 1” (Tiangong 1), განხორციელდა პირველი გასვლა ღია კოსმოსში და მთვარეზე დაჯდა პირველი ჩინური მთვარემავალი “იუთუ” (Yutu).

 ჩინეთის მეორე კოსმოსური სადგური “ტიანგონგ 2”(Tiangong 2), კოსმოსში სექტემბერში გაფრინდება, რასაც მოჰყვება ხომალდის “შენჩჟოუ 11”(Shenzhou 11) გაშვება, რომელიც ორ ასტრონავტს ორბიტაზე გაიყვანს და სადგურთან შეპირაპირების 7–დღიან მისიას განახორციელებს. პროგრამაშია ასევე მთვარეზე ადამიანების გადასხმაც.

 ჩინეთი აპირებს კოსმოსური პროგრამა ეროვნულ სიამაყედ აქციოს და სამხედრო კორპორაციებთან ერთად წლის განმავლობაში 20 მისია განახორციელოს, რაშიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს გარკვეული როლის შესრულებას სთავაზობს.

 ჩინეთი მძიმე წევის რაკეტის “Long March 5” შექმნაზეც მუშაობს, რომელიც კოსმოსური სადგურის “Tiangong 2” მოდულებისა და სხვა მასიური ტვირთის კოსმოსში გასატანად იქნება საჭირო.

 პროგრამაშია 2020 წელს მარსზე მარსმავალის ჩაფრენა, ამერიკის მიერ 40 წლის წინ წარმატებით განხორციელებული “Viking 1” მისიის საპატივცემულოდ (ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი; გამოშვებულია ჩინეთში; მთვარემავალი ჩინურად).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.