შორეული კოსმოსის მასიური ობიექტი

 

ირმის ნახტომზე ათასჯერ მძიმე ან 1,3 ათასი ტრილიონი მზის მასის ტოლი წონა აღმოაჩნდა ობიექტს სახელად SPT-CLJ2106-5844. ეს გიგანტური გალაქტიკური კლასტერი სამყაროს უკიდურესად იშვიათი მოვლენაა, შეიძლება უნიკალურიც კი. უცნაური ობიექტი ჰარვარდ-სმიტსონის ცენტრის ასტროფიზიკოსებმა(Harvard-Smithsonian Center for Astrophysics) აღმოაჩინეს სამხრეთ პოლუსზე დამონტაჟებული რადიოტელესკოპის საშუალებით(South Pole Telescope).

რადიოტელესკოპი სამხრეთ პოლუსზე(South Pole Telescope).

სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი ტიპის ობიექტებში ნორმალური მატერიის(ბნელი მატერიის ჩაუთვლელად) ძირითადი ნაწილი არა გალაქტიკებში, არამედ გალაქტიკათშორის გაზებშია თავმოყრილი. ეს გაზი იონიზირებულია და რენტგენში ასხივებს, ამას გარდა, ის მიკროტალღური ფონის ფორმას ამახინჯებს, რომელიც მასში გადის. სწორედ ამ გამოსხივებაზე რადიოტელესკოპით დაკვირვებით მოხდა SPT-CLJ2106-5844-ის აღმოჩენა. მოგვიანებით ამ ობიექტის მიმართულებით შეაბრუნეს ორბიტალური ტელესკოპი ჩანდრაც(რენტგენული).

რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრა“.

ამასთან ერთად ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვებების საშუალებით მოხდა ობიექტის თვისებების და დისტანციის განსაზღვრა, ის 7,5 მილიარდი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს. ანუ ამ ობიექტს ჩვენ ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა სამყაროს ეპოქაში. ახლად აღმჩენილი გალაქტიკური გროვა ყველაზე დიდია აქამდე ცნობილთა შორის ასეთ მანძილზე, რადგან უფრო მასიური ობიექტები გაცილებით ახლოს არიან და შესაბამისად უფრო ახალგაზრდა ფორმირებებს წარმოადგენენ, მათ რამდენიმე მილიარდი წლით მეტი დრო ჰქონდათ მატერიის დასაგროვებლად. თუ კოსმოსის განვითარების ახლანდელი მოდელები ზუსტია, მაშინ ასეთი ზომის კლასტერები ახალგაზრდა სამყაროში ძლაიან ცოტა უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად ეს გროვა შეიძლება უნიკალურიცაა და მისი კვლევა დაეხმარება მეცნიერებს გალაქტიკური გროვების ფორმირების კანონზომიერებების დადგენაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.