შთამბეჭდავი 3D ანიმაციები

 შორეულ მომავალში, შესაძლებელია, ადამიანები კოსმოსის კვლევას ძალიან დიდი სიჩქარეებით დაიწყებენ, შემოიფრენენ ყველა ლამაზ ნისლეულსა თუ ვარსკვლავურ გროვებს. ჯერჯერობით კი, ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა, თემა შემეცნებით-ფანტასტიკური ნაწარმოებებისთვის. მიუხედავად ამისა, გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს შორეულ კოსმოსში ფრენა, რაშიც ფინელი ასტროფოტოგრაფის(J-P Metsavainio) ნამუშევარი დაგვეხმარება, რომელმაც ნისლეულების შთამბეჭდავი ანიმაციები შექმნა.


ლაგუნა.

IC 1805: ნისლეული გული.

ვარხვი.

ნისლეული ვუალი.

 სამგანზომილებიანი მოდელების გულმოდგინედ დამუშავების მიუხედავად, მათი ფორმა რეალურისგან განსხვევებული იქნება. სამყაროში აბსოლუტურად სტატიკური ობიეტქბი არ არსებობენ, მათ შორის ნისლეულებიც. ნისლეულებში ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესები მიმდინარეობს, ახალგაზრდა მნათობთა სინათლე და ქარი, კოსმოსურ გაზებსა და მტვერს ანიავებს, ხოლო ზეახლების აფეთქებები ნისლეულებში უზარმაზარ ხვრელებს ტოვებს. სწორედ ეს პროცესები უზრუნველყოფენ ნისლეულების დინამიურ ფორმებს, რომლებიც ადრე თუ გვიან გარდაიქმნებიან, მოხაზულობათა მუდმივი ცვლილებით(ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.