IC 1805: ნისლეული გული

 ემისიური ნისლეული IC 1805, შემდგარი მანათობელი ვარსკვლავთშორისი გაზისა და ბნელი მტვრის ღრუბლებისგან, თითქმის 200 სინათლის წლის მანძლზეა გადაჭიმული. ვალენტინობის დღის შესაფერისმა ნისლეულმა გულის სახელი მიიღო. IC 1805 ჩვენიდან 7 500 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის სპირალურ მკლავში, პერსევსში მდებარეობს. კოსმოსური გულის ცენტრში ახალაგაზრდა ვარსკვლავური გროვაა – მელოთ 15. ამ ვარსკვლავების ასაკი მხოლოდ 1,5 მილიონი წელია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნისლეული გული, ეთიოპიის მითიური დედოფლის – კასიოპეა, თანავარსკვლავედშია. ფოტოზე წარმოდგენილი ნისლეული და მისი გარემო, ცაზე 2 გრადუსიან სივრცეს იკავებს, რაც სავსე მთვარის ოთხი დიამეტრის ექვივალენტურია (ფოტოს ავტორი: დავით დვალი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.