მზის აქტიურობის ციკლი დასასრულისკენ მიდის, თუმცა ამ სექტემბერს კოსმოსურმა ტელესკოპებმა ათეულობით X-კლასის ანთება გადაიღო.
2017 წელს მზე 11 წლიანი აქტიურობის ციკლის ბოლოსკენ მიდის. თეორიულად, მასზე მომხდარი ანთბების რიცხვი მინიმალური უნდა ყოფილიყო, თუმცა, პროგნოზების მიუხედადავად, შემოდგომის დასაწყისიდანვე მზე ძალიან შეშფოთებულია. ამ ორ თვეში ასტრონომებმა 30 უძლიერესი ანთება დააფიქსირეს.
ყველა დიდ ანთებას ერთი წარმოშობა აქვს – მზის ზედაპირის აქტიური ნაწილი სახელად AR 2673. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კოსმოსური ტელესკოპები მუდმივად უთვალთვალებენ მზეს და სხვადასხვა დიაპაზონში იღებენ მას.
ანთების კლასს ლათინური ასოთი აღნიშნავენ: ყველაზე უფრო ძლიერი მათ შორის არის X-კლასი. ციფრული ინდექსი მისი სიმძლავრის ხარისხს გვიჩვენებს. X4 ორჯერ ძლიერია, ვიდრე X2 და ოთხჯერ ძლიერი, ვიდრე X1.
აი ასე გამოიყურებოდა 10 სექტემბრის X8.2 ანთება ნასას კუთვნილ მზის დინამიკის ობსერვატორიის(SDO) ობიექტივში.
ეს კი მათ შორის ყველაზე ძლიერი ანთება – კლასი X9.3(SDO).
თვალისთვის უხილავ რენტგენის დიაპაზონში იაპონური – “ჰინოდე”(ოთხკუთხედი ხვრელი და Х კლასის ანთება მზეზე). 10 სექტემბრის X8.2 ანთება, რომელსაც კორონალური(გვირგვინი) ამოფრქვევა მოჰყვა თან(მზის აქტიურობა და ციკლები).