შავმა ხვრელმა ელვარების ზღვარი გადალახა

 ამერიკელმა და ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც შავ ხვრელზე ვარდნილი მატერია გამოიმუშავებს, ე.წ. ედინგთონის თეორიულ ზღვარეს შეიძლება აჭარბებდეს(New Scientist).

 ავტორთა დასკვნები მრავალწლიან დაკვირვებებს ეფუძნება, რომლებიც გალაქტიკა M38-ში მდებარე შავ ხვრელზე ტარდებოდა. ეს სპირალური გალაქტიკა დედამიწიდან 15 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ხსენებული შავი ხვრელის მასა 100-ჯერ მეტია მზისაზე, რაც ასეთი ობიექტებისთვის არც თუ ისე ბევრია( მძლავრი მძლავრები).

 ნივთიერება, ვარდნილი შავ ხვრელზე, აკრეციულ დისკოს წარმოქმნის, სადაც მაღალ აჩქარებას იძენს, ძალიან მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდება და სხვადასხვა დიაპაზონებში ასხივებს(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია). როგორც არტურ ედინგთონმა დაადგინა, ამ გამოსხივების ინტენსიურობა არ შეიძლება აჭარბებდეს გარკვეულ ზღვარს, რომლის იქეთაც ფოტონების წნევა მოვლენათა ჰორიზონტისკენ მოძრავ გაზს უკუაგდებს.

 თუმცა შავი ხვრელის მიერ გამოყოფილი ენერგია არა მარტო გამოსხივებაზე მოდის, არამედ ნივთიერებათა ნაკადების – ჯეტების, კინეტიკურ ენერგიაზეც. როგროც M38-ზე დაკვირვებებმა აჩვენა, ეს კინეტიკური ენერგია, ედინგთონის ზღვარს შეილება აჭარბებდეს, რაც აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა. ამავე დროს, გამოსხივების სახით მოშორებული ენერგიისთვის ეს ზღვარი ისევ მართებული რჩება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=0Soqggmccxk
შავი ხვრელი აკრეციული დისკოთი და ჯეტებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.