მკვლევარებმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ა.შ.შ.-დან მიიღეს ახალი მონაცემები გალაქტიკური რენტგენული წყაროს Cygnus X-1-ზე. ობიექტი დიდი ხნის წინათ არის აღმოჩენილი და კარგად შეისწავლილი. ეს არის ორმაგი სისტემა შავი ხვრელი-ცისფერი ზეგიგანტი. შავი ხვრელი თავისკენ იზიდავს ზეგიგანტის ვარსკვლავურ ქარს. მატერია აკრეციული დისკოს სახით იწყებს ბრუნვას ხვრელის გარშემო, ცხელდება და აგრძელებს გამოსხივებას, რომელსაც მეცნიერები უკვე დიდი ხანია აფიქსირებენ. ახლა ამ სურათში პრინციპულად ახალი კომპონენტი გამოჩნდა. ევროპული თანამგზავრ-ტელესკოპ Integral-ის საშუალებით კვლევის ავტორებმა შავი ხვრელის გვირგვინში(რეგიონი დაახლოებით 800 კილემტრიანი დიამეტრით) აღმოაჩინეს ძლიერეად პოლარიზებული(ეს არის გამოსხივების ელექტრულიE და მაგნიტურიH ველების დაძაბულობის ვექტორების მიმართული რხევა) გამა-გამოსხივება.
ელმაგნიტური ტალღა(ლ) და მისი შემადგენელი ველების წრფივი პოლარიზაცია(წ;მ.)
“ინტეგრალის“ მიერ აღმოჩენილი დამალული გალაქტიკური შავი ხვრელები. ორბიტალური გამა-ტელესკოპი „ინტეგრალი“(ESA).
ასტრონომები თვლიან, რომ ეს გამოსხივება სინქროტრონულია(მაგნიტური ველის მიერ გამრუდებულ ტრაექტორიებზე, სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების მიერ გამოსხივებული ელმაგნიტური გამოსხივება. ანუ წრეზე მოძრაობის დროს ნაწილაკები მუხრუჭდებიან ველის მიერ, რაც ენერგიის დაკარგვას იწვევს, ეს ენერგია კი გამა სხივების(რენტგენის) სახით გამოსხივდება)) და ძლიერი მაგნიტური ველის „ხელმოწარას“ ჰგავს, რომელიც ხსენებული ობიექტის მოვლენა ჰორიზონტის ახლოს არსებობს.
ადრე თეორეტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ველები შეიძება ჰქონდეთ შავ ხვრელებს, ვარაუდმა პრაქტიკული დადასტურება მიიღო. ეს მაგნიტური ველი ხვრელის მიერ მიზიდულ და აჩქარებულ ნაწილაკებს ფოკუსირებას უკეთებს და საწინააღმდეგო მიმართულებებით გაისვრის. ასეთნაირად პოლარიზებული გამა-გამოსხივება ჯეტების სახით გამოტყორცნილი ნაწილაკების ნარჩენს წარმოადგენს.