სურათზე, რომელიც ნასას ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ობსერვატორია WISE-მ ფართო კუთხიანი კამერით გადაიღო, აღბეჭდილია ლირას თანავარსკვლავედთან მახლობლად მყოფი უამრავი ვარსკვლავი.
გამოსხივების ტალღის სიგრძე, ხილული სინათლის ტალღის სიგრძეზე გაცილებით დიდია. ცენტრალური ობიექტი, შემოსაზღვრული წრით, სინამდვილეში ბოლომდე ვარსკვლავი არაა. ის კატალოგში WISE 1828+2650-ის სახელითაა შეტანილი და ჩვენგან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.
სავარაუდოდ ასე გამოიყურება ხხსენებული ჯუჯა.
ეს არის დღევანდელი დღისთვის ცნობილი ყველაზე ცივი ყავისფერი ჯუჯა. ყავისფერი ჯუჯა სიცოცხლეს ჩვეულებრივი ვარსკვლავივით იწყებს, კოსმოსური გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვით. თუმცა ის ვერ ხდება ისეთი მასიური, რომ ცენტრში ტემპერატურამ თერმობირთვული რეაქცია წამოიწყოს, რომლის დროსაც წყალბადის ბირთვული წვა ვარსკვლავს მისი შინაგანი ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს გადასცემს. ასეთი შეუმდგარი ვარსკვლავი ნელნელა გაცივებას იწყებს და ინფრაწითელ დიაპაზონში ანათებს.
ინფრაწითელი დიაპაზონის ორბიტალური ტელესკოპი WISE(NASA).
აღსანიშნავია ისიც, რომ ყავისფერი ჯუჯა ზომით პლანეტა იუპიტერის მსგავსია. რამდენად ცივია ჯუჯა WISE 1828+2650? ჩვეულებრივი ჯუჯების საშუალო ტემპერატურა 1400 გრადუსია ცელსიუსით. ეს ჯუჯა კი სპეციალურ სპექტრალურ კლასს Y-ს მიაკუთვნეს: მისი ზედაპირის ტემპერატურა კარგად გამთბარი ოთხისას უტოლდება 27 გრადუსი ცელსიუსით.