ეცროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO) ასტროფიზიკოსებმა გადაიღეს გალაქტიკა, რომელიც თავის შემომფარგლავ გაზებს შთანთქავს. ძალიან დიდი ტელესკოპის(VLT) დახმარებით მიღებული ახალი მონაცემები იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ გალაქტიკამდე მანძილი 10 მილიარდი სინათლის წელია და შესაბამისად, ისეთი სახით წარმოგვიდგება, როგორიც ახალგაზრდა სამყაროს ეპოქაში იყო(ESO).
იმის გამო, რომ ასეთ მანძილზე მდებარე გალაქტიკა VLT-ეთი(დიდი ტელესკოპების ერა) დაკვირვების დროსაც კი უკიდურესად პატარად წარმოგვიდგება, შთანთქმული გაზების მოცულობის შეფასებისთვის ასტრონომებს ირიბი მეთოდების გამოყენება მოუწიათ. მეცნიერებმა ისარგებლეს იმით, რომ გალაქტიკის უკან კიდევ უფრო შორეული კვაზარი მდებარეობს: გამოსიხვების ელვარე წყარო, რომელიც აქტიური გალაქტიკის ბირთვს წარმოადგენს, ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში.
კვაზარით განათებამ მეცნიერებს, გალაქტიკის სპექტრული ანალიზისა და ჩვეულებრივ პირობებში ხელმიუწვდომელი დეტალების დანახვის საშუალება მისცათ. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გაზების შთანთქმით არა მარტო გალაქტიკის ზრდა ხდება, არამედ ახალი ვარსკვლავების ფორმირების პროცესებიც მიმდინარეობს. გაზის მასების ძირითადი ნაწილი, რომელმაც გალაქტიკა წარმოქმნა, პიველი ვარსკვლავების გაჩენაზე იხარჯება, ამიტომ დამატებითი გაზების მიერთება გალაქტიკის ევოლუციაში უმნიშვნელოვანეს სროლს თამაშობს: ამ პროცესის ხარჯზე გალქტიკა ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესების შენარჩუნებას ახერხებს(უძველესი გალაქტიკა; სამყაროს პირველი გალაქტიკა; უშორესი SXDF-NB1006-2; უშორესი გალაქტიკური გროვა).
უძველესი გალაქტიკა გაზის შთანთქმის პროცესში
Posted by