როგორ გაჩნდა ეს უცნაური ხვრელი მარსზე? შვეიცარიული ყველის მსგავსი ზედაპირის ლანდშაფტზე, უამრავი სხვა ხვრელიც ჩანს. მათი უმრავლესობა, გაყინული ნახშირბადის მსუბუქი ყინულის აორთქლების ადგილზე წარმოიქმნა და მტვრით დაფარული მარსის მუქი ზედაპირი გააშიშვლა. ყველაზე უფრო უცნაური ხვრელი, მარჯვენა ზემო კუთხეში, სხვებზე ღრმაა. ამ 100 მეტრიანი კრატერის მრგვალი ფორმა კამათის საგნად არის ქცეული. სავარაუდოდ, ის მეტეორის ვარდნის შედეგად გაჩნდა. ასეთი ხვრელები ძალიან საინტერესოა, რადგან ზედაპირქვეშა გამოქვაბულთა სისტემას შეიძლება უკავშირდებოდეს. თუ ასეა, ეს ბუნებრივი გვირაბები მარსის მკაცრი პირობებისგან იქნება დაცული, ხოლო მათში სიცოცხლის(ნამარხი) აღმოჩენის ალბათობა კი მაღალი. მსგავსი ხვრელები მომავალი კვლევების მთავარი სამიზნე იქნება – კოსმოსური აპარატებით, რობოტებით, ალბათ, პილოტირებული მისებითაც(სიცოცხლე მარსზე; “ცნობისმოყვარეობა 2.0; მარსის ორბიტალური მზვერავები; ხვრელი მარსში; უცნაური ღრმულები მერკურიზე).
