არესიბოს ობსერვატორიის რადიოტელესკოპმა პუერტორიკოში რადიოგამოსხივების მკაფიო მოკლე ანთებები დააფიქსირა. მსგავსი ფენომენი აქამდე მხოლოდ ავსტრალიაში, პარქსის ობსერვატორიამ დაინახა. ამის შესახებ არესიბოს ობსერვატორიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ფერნანდო კამილომ განაცხადა. აღმოჩენა 2012 წლის ნოემბერში მოხდა, თუმცა განცხადება ამ კვირას გაკეთდა(არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში).
ფერნანდო კამილოს თქმით, ავსტრალიურ ობსერვატორიაში ეს სიგნალები შვიდჯერ დაარეგისტრირეს. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა იგივე, სხვა ობსერვატორიამაც შეამჩნია. ამიტომ ფენომენი აპარატურის მუშაობის განსაკუთრებულობას ვერ დაბრალდება.
„ამ ფენომენის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ჩანს, რადიოგამოსხივების ეს მძლავრი ანთებები, სამყაროს შორეული კუთხეებიდან მოდიან. მსგავსი რადიოსიგნალები აქამდე სხვას არავის დაუფიქსირებია. მათი წყაროები ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარეობენ, ადგილებზე, სადაც არც ვარსკვლავები, არც რაიმე სხვა ობიექტები არიან, რომელთაც ასეთი გამოსხივებით ნათება შეუძლიათ“ – ამბობს კამილო.
ანთება წამის მესამიათასედი გრძელდებოდა. ავსტრალიურ ობსერვატორიაში ის 2007 წელს დააფიქსირეს, მეცნიერების აზრით, მათი წყარო რამდენიმე ათასი სინათლის წლის იქეთ უნდა მდებარეობდეს(სიგნალები ირმის ნახტომის გარედან; ტელესკოპი).