ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, დედამიწიდან 10,7 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე პატარა გალაქტიკაში, რენტგენის უცნაური ანთება დააფიქსირა(nasa.gov).
2014 წლის ოქტომბერში, კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”ჩანდრა”, CDF-S(ჩანდრას ღრმა სამხრეთ-დამზერა) სახელით ცნობილი ცის სფეროს ნაწილში, ანთება დააფიქისრა, რომლის ნათება რენტგენში, რამდენიმე საათი განმავლობაში, ათასჯერ გაიზარდა.
რამდენიმე წუთში იმაზე მეტი ენერგია გამოიფრქვა, რამდენსაც ამ გალქტიკის ყველა ვარსკვლავი ასხივებს. დაახლოებით ერთი დღე-ღამის მერე, წყარო გაქრა. ასეთი რამ ”ჩანდრას” აქამდე არასოდეს დაურეგისტრირებია. ”ჰაბლითა” და ”სპიცერით” ჩატარებული დაკვირვებების მერე, ობიექტამდე მანძილი დადგინდა.
ანთების ბუნება გაურკვეველი რჩება, მხოლოდ თეორიები: მასიური ვარსკვლავის კოლაფსი, ნეიტრონული ვარსკვლავების ან ნეიტრონულისა და შავი ხვრელის შრწყმა, ან შავი ხვრელის მიერ თეთრი ჯუჯას განადგურება.
CDF-S-ში მომხდარი მოვლენის სრულყოფილ ახსნას ვერცერთი მათგანი ვერ იძლევა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეს აქამდე უცნობი ასტრონომიული მოვლენა შეიძლება იყოს(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება; სიახლე ზეელვარე ზეახლების შესახებ; ჰიპერახალი ვარსკვლავი; რადიაციის ნაკადები შავი ხვრელიდან).