ჩახვეული წრე, რომელმაც ასტრონომების ინტერესი გამოიწვია, 650 სინათლის წლის ზომისაა. ამ კადრზე, მოყვითალო რვიანისებური წრე, თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ოდნავ დახრილი მარჯვენა მხარეს.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში ჩახვეული ცივი გაზის რგოლი აღმოაჩინა, რომელსაც უსასრულობის ნიშნის ფორმა აქვს. სტრუქტურის მიერ მიღებულ ფორმას მეცნიერები ვერაფრით ხსნიან.
აღმოჩენა ორბიტალური ტელესკოპის – „ჰერშელი“, საშუალებით მოხდა. მას შეუძლია თავისი ინფრაწითელი და სუბმილიმეტრული „მზერით“ მტვრის ფენებს მიღმა შეიხედოს, რომელებიც ჩვენს გალაქტიკასა და დედამიწას შორის მდებარეობს. ასეთნაირად მოხდა უზარმაზარი გაზურ-მტვროვანი რგოლის დანახვა, რომელშიც ინტენსიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს.
მეცნიერებისთვის ამ სტრუქტურის ცალკეული ნაწილები იყო ცნობილი, მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ რგოლს რვიანის ფორმა აქვს. უფრო ზუსტად რომ ვქვათ, ეს რგოლია, თუმცა დეფორმირებული: მისი ნაწილები ხან გალაქტიკის სიბრტყის მაღლა ადის, ხან მის დაბლა ეშვება. ჩვენს მიმართ რგოლი ისეთნაირადაა განლაგებული, რომ ის გიგანტური პროპელერის სახით წარმოგვიდგება.
რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში ამბობენ, ეს რგოლი ჩვენი გალაქტიკის ბარს(ვარსკვლვებით მდიდარი ამობურცული ადგილი სპირალური გალაქტიკების ცენტრებში) შიგნით მდებარეობს. თვითონ ბარი კი კიდევ უფრო დიდ რგოლს შიგნითაა.
ასეთი სისტემები სხვა გალაქტიკებშიც დაიმზირება, თუმცა ასტრონომებს ჯერ არ შეუძლიათ თქვან, რამ გამოიწვია რგოლის ასეთნაირი ჩახვევა.
რადიოგაზომვებით დედამიწიდან გაირკვა, რომ წრე მოძრაობს, როგორც ერთი მთლიანი ობიექტი, თანაბარი სიჩქარით გალაქტიკის დანარჩენი ობიექტების მიმართ.
არის კიდევ ერთი ამ რგოლთან დაკავშირებული გამოცანა. მისი ცენტრი არ ემთხვევა გალაქტიკის ცენტრს, ოდნავ გვერდზეა გაწეული.
„უსასრულობის სიმბოლოს“ ირმის ნახტომის ცენტრში, მკვლევარები „აღმაფრთოვანებელ საიდუმლოს“ უწოდებენ. მისი ფორმირების პროცესი ისეთივე გაურკვეველია, როგორც ბარის წარმოქმნა გალაქტიკების ცენტრში, მათ შორის ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაშიც(ირმის ნახტომის ბარის წარმოშობა).
ამჟამად, ასტრონომები მხოლოდ ვარაუდებით შემოიფარგლებიან – ეს შეიძლება აიხსნას გალაქტიკებს შორის არსებული გრავიტაციული ურთიერთქმედებებით, მათ შორისაა ჩვენი დიდი მეზობელიც, ანდრომედას გალაქტიკა. თუმცა, ზუსტად როგორ ხდება ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია.