სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრის ატმოსფეროში პლასტმასის წარმოებისათვის საჭირო ინგრედიენტი აღმოაჩინეს. მზის სისტემაში მსგავსი ნივთიერებები დედამიწის გარდა აქამდე არსად უნახავთ. ტიტანის ატმოსფროს ქვედა ნაწილში მცირე რაოდენობის პროპილენი ინფრაწითელი დიაპაზონის კამერა CIRS-ით აღმოაჩინეს, რომელიც კოსმოსურ აპარატ ”კასინიზეა” დაყენებული. ატმოსფეროში გაზის აღმოჩენა CIRS-ს ამ გაზის უნიკალური სპექტრული ”ხელმოწერით” შეუძლია, თუმცა მისი გამორჩევა სხვა ნივთიერებების სპექტრებიდან საკმაოდ ძნელი საქმეა.
_ტიტანზე პროპილენის აღმოჩენით, მეცნიერებმა სიცარიელე შეავსეს, რომელიც სატურნთან 1980 წელს ”ვოიაჯერ 1”-ით დაკვირევბების მერე გაჩნდა (ვოიაჯერები). ამ უკანასკნელმა ტიტანის ატმოსფეროში ნახშირწყლები აღმოაჩინა, წარმოქმნილი მეთანის დაშლით მასზე მზის სხივების ზემოქმედებით. ეს ნახშირწყლები მოლეკულურ ჯაჭვებს წარმოადგენენ, ნახშირბადის ორი, სამი და მეტი ატომებით. ვოიაჯერმა ტიტანის ატმოსფეროში ერთი და ორნახშირბადიანი ნაერთების მრავალფეროვნება გამოავლინა, თუმცა სამნახშირბადიანი ნაერთების რიგში სიცარიელე დარჩა: აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნახშირწყალბადი ნახშირბადის სამი ატომით – პროპანი, ასევე ერთ-ერთი ყველზე მსუბუქი – პროპინი. არცერთი ნაერთი საშუალო მოლეკულური მასით.
_პროპილენმა, რომელიც CIRS-სის გადმოცემული მონაცემების დეტალური ანალიზის მერე აღმოაჩინეს, ეს სიცარიელე შეავსო. ”კასინის” მასსპექტრომეტრის მონაცემები პროპილენის კვალს აქამდეც აფიქსირებდნენ. თუმცა მის სუსტ სპექტრულ ”ხელმოწერას” სხვა გაზების უფრო მკაფიო სიგნალები ფარავდნენ, ამიტომ ამ ნახშირწყალბადის გამოვლენა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა (კიდევ ტიტანის შეახებ).